iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სისხლის სამართალი » ხელბორკილის გამოყენების მიზანშეწონილობის წესები
იურიდიული სტატია

ხელბორკილის გამოყენების მიზანშეწონილობის წესები

30-01-2024, 14:19 სისხლის სამართალი / Advokati | lawyer / iuristi / სიახლე 273 ნახვა
ხელბორკილის გამოყენების მიზანშეწონილობის წესები

ხელბორკილის გამოყენების მიზანშეწონილობის წესები დაამტკიცა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა


საგამოძიებო სამსახურმა მიღებული წესების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა.

"კონსტიტუციით არსებული ვალდებულების გარდა, გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი გაეროს და ევროპის საბჭოს საზედამხედველო ორგანოების იურისპრუდენცია. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ხელბორკილის გამოყენების უწინარეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს ეჭვმიტანილის/ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფიზიკური წინააღმდეგობის განეიტრალება, თავისთვის ან მესამე პირისათვის ზიანის მიყენების აღკვეთა ან გაქცევის საფრთხის შემცირება. ხელბორკილის გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ხსენებული მიზნის მისაღწევად და მხოლოდ იმ ინტენსივობით, რაც მკაცრად აუცილებელია ამ მიზნისათვის", - წერია დოკუმენტში.


ხელბორკილის გამოყენებისას დამკავებელმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ძირითადი პრინციპები:

კანონიერება; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

პიროვნების ღირსების ხელშეუვალობა; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ქცევის სტანდარტები.


რაც შეეხება ხელბორკილის გამოყენების წესს, ხელბორკილის გამოყენების წესები შემდეგია:


  • ხელბორკილი გამოიყენოს დაკავებული/დაპატიმრებული პირის მკლავთან შესაბამისობაში და თავიდან აიცილოს ხელბორკილის მოჭერა/სხეულის დაზიანება.
  • პირს, ვისაც ხელბორკილი დაედო, დამკავებელმა ჰკითხოს, ხომ არ არის ხელბორკილი ძალიან მჭიდროდ მოჭერილი.
  • მიზანშეწონილია, დამკავებელმა ფიზიკურადაც შეამოწმოს ხელბორკილი მაჯაზე ხომ არ არის მოჭერილი და საჭიროების შემთხვევაში მოუშვას ისინი, ამასთან გაითვალისწინოს დაკავებული დაპატიმრებული პირის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის/გაქცევის რისკები;
  • ხელბორკილის გამოყენება უნდა აისახოს შესაბამის ოქმში;
  • დამკავებელმა გააფრთხილოს დაკავებული პირი, რომ ხელბორკილმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, თუ ის წინააღმდეგობას გასწევს.
  • ხელბორკილის დადება დაკავებული პირის ზურგს უკან ხელების შებორკვით უნდა
  • მოხდეს როდესაც დაკავების ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მიმალვის რისკის თავიდან აცილება და დაკავებაში მონაწილე პირების/დაკავებულის უსაფრთხოების დაცვა ხელბორკილის სხეულის წინა მხარეს დადებით ვერ მოხერხდება.


დოკუმენტში, ასევე ხაზგასმულია, რომ ხელბორკილის გამოყენებამდე, მიზანშეწონილია დამკავებელმა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაკავებული პირის ასაკი და სქესი, აშკარა ფიზიკური სიძლიერე და სხვა.


გამოყენებისთვის კი ნებადართულია - მეტალის ხელბორკილი და პლასტმასის/სილიკონის ხელბორკილი;


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ხელბორკილის, გამოყენების, მიზანშეწონილობის, წესები, ხელბორკილი, ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია, ხელბორკილის გამოყენების მიზანშეწონილობის წესები, ხელბორკილის დადების წესები, წესები ხელბორკილის, ხელბორკილის დადება, წეესები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დაკავებული პირების უფლებების დასაცავად ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა

დაკავებული პირების უფლებების დასაცავად ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა

ვრცლად

ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს

ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი

ვრცლად

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?

ვრცლად

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკანონო მოსმენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკანონო მოსმენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp