iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მშენებლობის ნებართვა » მიწის ნაკვეთის დატვირთვა აუცილებელი გზით
იურიდიული სტატია

მიწის ნაკვეთის დატვირთვა აუცილებელი გზით

28-03-2023, 11:09 მშენებლობის ნებართვა / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი 274 ნახვა
მიწის ნაკვეთის დატვირთვა აუცილებელი გზით

მიწის ნაკვეთის დატვირთვა აუცილებელი გზით გულისხმობს ისეთი პარამეტრებით მის დადგენას, რომელიც სრულად აღუდგენს სარგებლის მიმღებ მესაკუთრეს ნაკვეთის თავისუფლად გამოყენების აუცილებელ პირობებს. რა მახასიათებლის უნდა იყოს აუცილებლი გზა თითოეულ საქმეში ინდივიდუალური განსაზღვრის საგანია. სამანქანე გზა შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, ბუნებრივია მომსახურე მიწის გამოყენების მასშტაბები სხვადასხვა იქნება საფეხმავლო და სამანქანე გზის შემთხვევებში და კომპენსაციის ოდენობის დადგენისას გავლენას იქონიებს ოდენობაზე. სასამართლო პრაქტიკაში მიღებულია ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე პარამეტრებისა და ზუსტი მდებარეობის დასადგენა.

რადგან აუცილებელი გზა „კანონისმიერი სერვიტუტია“ სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მომსახურე ნაკვეთის შემზღუდავი აქტი აღსასრულებლად საჯარო რეესტრში რეგისტრაციას საჭიროებს. მიწის სერვიტუტი უფლების მფლობელს ეკუთვნის არა როგორც პირს, არამედ როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. რეგისტრაციის სავალდებულოობა მომდინარეობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან რათა ახალ მესაკუთრეს შეექმნას წარმოდგენა თუ როგორი უფლებრივი მდგომარეობის ნივთზეა საუბარი. ეს განპირობებულია იმით რომ მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე გადადის აუციელებელი გზის თმენის ვალდებულება და ამასთანავე საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის უფლებაც.

თუ მესაკუთრეს სურს მიწის ნაკვეთის გამოყენება სამშენებლო მიზნებისთვის იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს არსებული საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, რომელსაც დაუკავშირდება არანაკლებ ერთი მისასვლელი, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით. ხშირია შემთხვევები როცა მესაკუთრეს ეზღუდება უფლება შეათანხმოს ნებართვის გამცემ ორგანოში არქიტექტურული პროექტი სწორედ საჯარო გზასთან მინიმუმ ერთი გზის არარსებობის გამო. როცა მეზობელს არ სურს მის საკუთრებაზე შეზღუდვის დადება, მიზეზად კი საბაზრო ფასზე უარყოფით გავლენას ასახელებს, ერთადერთი გზა სასამართლო წესით მოთხოვნის დაკმაყოფილებაა.

სამშენებლო ნორმები განასახვავებს საფეხმავლო გზას (1.5 მეტრი) ცალმხრივ სამანქანე გზას (3-3.5 მეტრი) და ორმხრივ სამანქანე გზას. ძირითადად ორმხრივი სამანქანე გზის დადგენა ხდება ქალაქებში, სადაც მოძრაობის ნაკადი დიდია და აუცილებელია ორმა მანქანამ ერთმანეთისთვის გზის აქცევა შეძლოს. ასეთი გზის სიგანე მინიმუმ 6 მეტრს უნდა აკმაყოფილებდეს.

ასე, რომ თუ სამშენებლო ნებართვის მეორე სტადიაზე ხართ ,თქვენ გჭირდებათ ნებართვის გამცემი ორგანოსთვის იმ ინფორმაციის მიწოდება თუ რომელი გზით აპირებს დამკვეთი უზრუნველყოს სამშენებლო ტერიტორია არა ნაკლებ ერთი მისასვლელით. მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გავლის დოკუმენტშივე კეთდება ამაზე მითითება, რომ პროექტის შეთანხმების პროცედურების დაწყებამდე დაინტერესებულმა პირმა აირჩიოს ერთ-ერთი გზა და ამის შემდეგ მიმართოს მეორე სტადიის დაწყების მოთხოვნით არქიტექტურის სამსახურს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?

ვრცლად

აუცილებელი გზისა და სერვიტუტის მნიშვნელობა

აუცილებელი გზისა და სერვიტუტის მნიშვნელობა

ვრცლად

სერვიტუტით დატვირთული ქონება

სერვიტუტით დატვირთული ქონება

ვრცლად

რა არის სერვიტუტი?

რა არის სერვიტუტი?

ვრცლად

სერვიტუტი

სერვიტუტი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp