iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ოჯახური დავები » შემაკავებელი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს? - რატომ არის საჭირო უფრო კომპლექსური მიდგომა ძალადობის პრევენციაში
იურიდიული სტატია

შემაკავებელი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს? - რატომ არის საჭირო უფრო კომპლექსური მიდგომა ძალადობის პრევენციაში

14-10-2025, 16:40 ოჯახური დავები / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სისხლის სამართალი / სიახლე 15 ნახვა
შემაკავებელი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს? - რატომ არის საჭირო უფრო კომპლექსური მიდგომა ძალადობის პრევენციაში

შემაკავებელი ორდერი ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში . თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ მისი გამოყენება ხშირად საკმარისი არ არის მსხვერპლის დასაცავად.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს, რომ „შემაკავებელი ორდერი მნიშვნელოვანია, მაგრამ მასზე ზედმეტი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს - ის მხოლოდ ერთი რგოლია მსხვერპლის დაცვის მექანიზმების ჯაჭვში.

რა არის შემაკავებელი ორდერი და როგორ მოქმედებს იგი?

შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც პოლიციის თანამშრომელს აძლევს უფლებას, მოძალადე ჩამოაშოროს მსხვერპლს და შეზღუდოს მისი ფიზიკური ან კომუნიკაციური კონტაქტი. თუმცა, ნათია ნაკაშიძის თქმით, ეს მექანიზმი ყველაზე ეფექტიანად მუშაობს მაშინ, როდესაც ძალადობა დაბალი ინტენსივობისაა და საფრთხე უშუალო არ არის.


თუ არსებობს რეალური რისკი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანებისა, მხოლოდ ორდერი ვერ უზრუნველყოფს სათანადო დაცვას.

ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ყოველი ძალადობის შემთხვევა ინდივიდუალურია და ერთნაირი მიდგომა ყველა სიტუაციაში არ გამართლდება: “პოლიციელმაც უნდა შეაფასოს კონკრეტული რისკები და შესაბამისი ზომები მიიღოს.“

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის თანამშრომელი არ დაკმაყოფილდეს მხოლოდორდერის გაცემით - საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენოს დამატებითი მექანიზმები:

(ა) ელექტრონული სამაჯური მოძალადისთვის;

(ბ) გამოძიების დაუყოვნებლივი დაწყება;

(გ) სოციალური მუშაკის ჩართვა;

(დ) უსაფრთხო თავშესაფრის შეთავაზება მსხვერპლისთვის;

ელექტრონული ზედამხედველობა (სამაჯური) ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მსხვერპლის დაცვისთვის, თუმცა მისი გამოყენება ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. როგორც ნათია ნაკაშიძე განმარტავს: „სამაჯურის გამოყენება საჭიროებს მსხვერპლის თანხმობას, და სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალები უარს ამბობენ, რადგან ვერ აცნობიერებენ მის მნიშვნელობას ან არასწორად არიან ინფორმირებულნი.“ - ამიტომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც მსხვერპლებს აუხსნიან, რომ ელექტრონული სამაჯური არა მოძალადისთვის სასჯელია, არამედ თავად მათი უსაფრთხოების დამატებითი გარანტია.

შემაკავებელი ორდერი ვერ მოქმედებს მაშინ, როდესაც:

(ა) მოძალადე სისტემატურად არღვევს წესებს და არ არსებობს რეალური კონტროლის მექანიზმები;

(ბ) პოლიცია არ იყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ მექანიზმს;

(გ) მსხვერპლი არ იღებს სრულ მხარდაჭერას - სამართლებრივს, ფსიქოლოგიურსა და სოციალურს;

„შევხედოთ ორდერს, როგორც პირველ ნაბიჯს და არა საბოლოო გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველებმა იმოქმედონ პროპორციულად რისკების მიმართ, ხოლო საზოგადოებამ - გააცნობიეროს, რომ ძალადობის მსხვერპლის დაცვა მხოლოდ სამართლის საქმე კი არა, საერთო პასუხისმგებლობაცაა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შემაკავებელი ორდერი, ოჯახური ძალადობა, ადვოკატი, ნათია ნაკაშიძე, მსხვერპლის დაცვა, სამართალი, პოლიცია, სამაჯური, ბავშვთა უფლებები, ძალადობის პრევენცია, ძალადობა საქართველოში, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, ელექტრონული სამაჯური, ქალთა უფლებები, სამართლებრივი დაც
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შემაკავებელი ორდერი - როგორ დაიცვათ თავი ძალადობისგან

შემაკავებელი ორდერი - როგორ დაიცვათ თავი ძალადობისგან

ვრცლად

რა არის შემაკავებელი ორდერი და როგორ ხდება მისი გამოცემა?

რა არის შემაკავებელი ორდერი და როგორ ხდება მისი გამოცემა?

ვრცლად

ქალთა მიმართ ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა

ვრცლად

ვის აქვს უფლება მოითხოვოს დამცავი ორდერის გამოცემა ?

ვის აქვს უფლება მოითხოვოს დამცავი ორდერის გამოცემა ?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp