შემაკავებელი ორდერი - როგორ დაიცვათ თავი ძალადობისგან
შემაკავებელი ორდერი არის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ოჯახში ან პარტნიორულ ურთიერთობებში ძალადობისას მსხვერპლის დასაცავად. მისი მიზანია დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობა და უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო.
შემაკავებელი ორდერი შეიძლება გამოიცეს პოლიციის მიერ იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ძალადობის ნიშნები ან საფრთხე, რომ ძალადობა გაგრძელდება.
ორდერი დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიცავს რიგ შეზღუდვებს მოძალადისთვის:
(ა) კრძალავს მსხვერპლთან მიახლოებას;
(ბ) უკრძალავს სატელეფონო ან სხვა სახით კონტაქტს;
(გ) ავალდებულებს დატოვოს საცხოვრებელი ბინა, მიუხედავად საკუთრების ფორმისა;
პოლიციის მიერ გამოცემული ორდერი, როგორც წესი, მოქმედებს 30 დღემდე, რის შემდეგაც, შესაძლებელია მიმართოთ სასამართლოს დამცავი ორდერისთვის, რომელიც უფრო ხანგრძლივი დაცვის გარანტიას იძლევა.
თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ხართ ძალადობის მსხვერპლი, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიიღოთ იურიდიული დახმარება. ადვოკატი დაგეხმარებათ:
1) სწორად მოამზადოთ განცხადება;
2) მოიპოვოთ საჭირო მტკიცებულებები;
3) მიმართოთ შესაბამის ორგანოებს და უზრუნველყოთ თქვენი დაცვა.
დაუკავშირდით ჩვენს საადვოკატო ბიუროს - ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ინტერესთა დაცვას, კონფიდენციალურობას და სწრაფ რეაგირებას.
ჩვენი გამოცდილება სისხლის, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების საქმეებში საშუალებას გვაძლევს, დაგეხმაროთ უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დაცვაში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
