iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები? იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან
იურიდიული სტატია

ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები? იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

7-10-2025, 18:45 მემკვიდრეობა / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / Advokati | lawyer / iuristi / ოჯახური დავები / სიახლე / ქონებრივი დავები 46 ნახვა
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები? იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

სამემკვიდრეო სამართალი ხშირად იწვევს კითხვებს და სამართლებრივ გაუგებრობებს. ბევრს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, როგორ ნაწილდება ქონება გარდაცვლილი პირის შემდეგ და ვინ არიან ისინი, ვისაც კანონით უფლება აქვთ მემკვიდრეობის მიღებაზე.


ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში, გვიზიარებს მნიშვნელოვან იურიდიულ რჩევებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მემკვიდრეობა არსებობს ორი ფორმით:

1. კანონით მემკვიდრეობა - როცა გარდაცვლილს არ დაუტოვებია ანდერძი, ან ის ბათილადაა ცნობილი;

2. ანდერძით მემკვიდრეობა - როცა მამკვიდრებელი სიცოცხლეში განსაზღვრავს, ვის დარჩეს მისი ქონება.

ზოგჯერ ეს ორი ფორმა პარალელურადაც მოქმედებს - მაგალითად, როცა ანდერძი მოიცავს ქონების მხოლოდ ნაწილს.

კანონი მემკვიდრედ მიიჩნევს:

(ა) პირებს, რომლებიც ცოცხლები იყვნენ გარდაცვალების მომენტში,

(ბ) და შვილებს, რომლებიც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან.

ანდერძით კი მემკვიდრე შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი ან იურიდიული სუბიექტი, რომელიც არსებობდა მემკვიდრეობის გახსნის მომენტში.

ანდერძით მემკვიდრეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანი თვითონ განსაზღვროს თავისი ქონების ბედი. მამკვიდრებელს სრული თავისუფლება აქვს - ის არ არის ვალდებული ქონება დაუტოვოს მხოლოდ ოჯახის წევრებს, თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისი, რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

სამოქალაქო კოდექსი მემკვიდრეთა ხუთ რიგს განსაზღვრავს:

I რიგი:

  • შვილები (მათ შორის ისინი, ვინც გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან),

  • მეუღლე,

  • მშობლები (მშვილებლები).

II რიგი:

  • და-ძმები.

III რიგი:

  • ბებია, პაპა, ან მათი დედ-მამა.

IV რიგი:

  • ბიძები, დეიდები, მამიდები.

V რიგი:

  • ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები (ასევე მათი შვილები მათი არყოფნისას).

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინა რიგის მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრეობას.

სავალდებულო წილი - როცა ანდერძში არ მოხსენიებულხარ თუ მამკვიდრებელი ანდერძში არ ასახელებს მეუღლეს, შვილს ან მშობელს, მათ მაინც აქვთ უფლება სავალდებულო წილზე, რომელიც უდრის მათი კანონით მოსაპოვებელი წილის ნახევარს.
ეს სამართლებრივი მექანიზმი იცავს ოჯახის წევრებს სრულად მემკვიდრეობიდან გამორიცხვისგან.

რატომ არის იურისტთან კონსულტაცია აუცილებელი?

სამემკვიდრეო საქმეები ხშირად რთული და ინდივიდუალურია. თითოეულ შემთხვევას აქვს თავისი სპეციფიკა - ქონების განაწილება, ანდერძის შინაარსი, მემკვიდრეთა ურთიერთობები.

ნათია ნაკაშიძე ხაზგასმით აღნიშნავს:

“მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებში ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია. პროფესიონალი იურისტის რჩევა დაგეხმარებათ თქვენი უფლების დროულად და ეფექტიანად დაცვაში.”

თუ გაქვთ შეკითხვები სამემკვიდრეო სამართალთან დაკავშირებით,
დაუკავშირდით ადვოკატ ნათია ნაკაშიძეს - ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების დაცვის სპეციალისტს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სამემკვიდრეო სამართალი, კანონით მემკვიდრეობა, ანდერძით მემკვიდრეობა, იურიდიული რჩევა, ნათია ნაკაშიძე, ადვოკატი თბილისში, მემკვიდრეობა, კანონით მემკვიდრეები, ანდერძი, მემკვიდრეობის რიგები, პირველი რიგის მემკვიდრე, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, ადვოკატი ქუთაისში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

ვინ არის მემკვიდრე?

ვინ არის მემკვიდრე?

ვრცლად

მემკვიდრეობის სამართალი, ცნება

მემკვიდრეობის სამართალი, ცნება

ვრცლად

მემკვიდრეებზე ქონების გადაცემა

მემკვიდრეებზე ქონების გადაცემა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp