iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » როგორ ხდება ანდერძის აღსრულება
იურიდიული სტატია

როგორ ხდება ანდერძის აღსრულება

12-04-2023, 16:15 მემკვიდრეობა / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 254 ნახვა
როგორ ხდება ანდერძის აღსრულება

ანდერძში მითითების არარსებობის შემთხვევაში მისი აღსრულება ევალებათ ანდერძით მემკვიდრეებს. მათ შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით ანდერძის აღსრულება მიანდონ ერთ-ერთ მემკვიდრეს ან სხვა პირს.ანდერძის აღმსრულებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას მოანდერძის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, რის შესახებაც წინასწარ უნდა გააფრთხილოს ანდერძით მემკვიდრეები.

საანდერძო განკარგულებათა ზუსტად შესრულების მიზნით მოანდერძეს შეუძლია ანდერძით დანიშნოს ანდერძის ერთი ან რამდენიმე აღმსრულებელი როგორც ანდერძით მემკვიდრეთა წრიდან, ისე სხვა პირიც, რომელიც მემკვიდრე არ არის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა ანდერძის აღმსრულებლის თანხმობა, რაც მან უნდა გამოხატოს წარწერით თვით ანდერძზე ან მასზე დართულ განცხადებაში.

მესამე პირის მიერ მოანდერძეს შეუძლია ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა დაავალოს მესამე პირს, რომელმაც სამკვიდროს გახსნისას დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს ანდერძის აღმსრულებელი და შეატყობინოს ამის შესახებ მემკვიდრეებს. მას შეუძლია უარი თქვას ამ დავალების შესრულებაზე, რაზედაც ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მემკვიდრეებს.

ანდერძის აღმსრულებელს შეიძლება დაეკისროს ანდერძის მთლიანად ან მისი ცალკეული განკარგულებების აღსრულება.ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა სამკვიდროს გახსნის მომენტიდანვე შეუდგეს სამკვიდროს დაცვასა და მართვას.ის უფლებამოსილია შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც აუცილებელია ანდერძის აღსრულებისათვის. ამ უფლებამოსილების ფარგლებში მემკვიდრეები კარგავენ სამკვიდროს მართვის უფლებას.

თუ ანდერძის აღმსრულებელი რამდენიმეა, ერთპიროვნული მოქმედება დაიშვება მხოლოდ სამკვიდროს დაცვის მიზნით, სხვა შემთხვევებში საჭიროა მათ შორის შეთანხმება.

ანდერძის აღმსრულებელი მოვალეობას უსასყიდლოდ ასრულებს, თუმცა შეიძლება გასამრჯელოც მიიღოს, თუ ეს ანდერძითაა გათვალისწინებული.ანდერძის აღმსრულებელს აქვს სამკვიდროდან იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების უფლება, რაც მან გასწია სამკვიდროს დაცვასა და მართვაზე.ანდერძის აღმსრულებელს, რომელიც მემკვიდრე არ არის, უფლება არა აქვს სამკვიდროდან გაიღოს სხვა ხარჯები, გარდა 1427-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა მემკვიდრეების მოთხოვნით წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ანდერძის აღმსრულებელი ასრულებს თავის ფუნქციებს ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე.ანდერძის აღმსრულებლის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ანდერძის აღმსრულებლის გადაყენების მოთხოვნით.

თუ ანდერძის აღმსრულებელი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გადაუხვევს ანდერძით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისაგან და ამით ზიანს მიაყენებს მემკვიდრეებს, მაშინ მან პასუხი უნდა აგოს ამ ზიანისათვის.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მემკვიდრეობა ანდერძით

მემკვიდრეობა ანდერძით

ვრცლად

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ვრცლად

სამკვიდროს დაცვა

სამკვიდროს დაცვა

ვრცლად

ანდერძით მემკვიდრეობა

ანდერძით მემკვიდრეობა

ვრცლად

საანდერძო დანაკისრის შესრულება

საანდერძო დანაკისრის შესრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp