Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სასამართლოს მიერ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

სასამართლოს მიერ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა



ადვოკატებს ხშირად მიმართავენ სამემკვიდრო საკითხებთან დაკავშირებით. ამ სტატიაში შევეხებით სასამართლოს მიერ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის თემას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს უღირსი მემკვიდრის სამართლებრივ მდგომარეობას და მემკვიდრეობის უფლებას. კოდექსის 1310-ე მუხლის მიხედვით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებები დადასტურებულ იქნა სასამართლოს მიერ.

მაგალითად, მემკვიდრე მამკვიდრებელს მუქარის სანაცვლოდ აიძულებს ანდერძში მისი სამკვიდროს წილი გაზარდოს. მემკვიდრის უღირსად ცნობისთვის სამკვიდროთი დაინტერესებულმა ყველა პირმა, რომლის ქონებასაც გარკვეული ზიანი მიადგება/ან მიადგა უღირსი მემკვიდრის განზრახი ქცვით, უნდა მოითხოვოს სასამართლოს ძალით პირის უღირს მემკვიდრედ აღიარება. კოდექსის 1312-ე მუხლის მიხედვით, გარემოება რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.

სასამართლოს ძალით პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შედეგად, იგი კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას, შესაბამისად, უღირს მემკიდრედ ცნობა პირისათვის მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს. მემკვიდრეობის უფლების დაკარგვის შედეგად, მისი სამკვიდრო წილი გადანაწილდება სხვა თანამემკვიდრეებზე კანონით დადგენილი წესით. პრაქტიკისთვის ხშირია შემთხვევები, როდესაც პირის უღირს მემკვიდრეც ცნობა ხდება სამკვიდროს მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში,იგი ვალდებულია დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობის შედეგად მიიღო.

სამოქალაქო კოდექსი ასევე ითვალისწინებს უღირსი მემკვიდრის პატიებას. კოდექსის 1313-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც მხილებულია იმ მოქმედებათა ჩადენაში, რომლებიც მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს, ამის მიუხედავად დაიშვება მემკვიდრედ, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში. 


1. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებს, თუ მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეულს მემკვიდრე ჰყავდა დანიშნული.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები