iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები » იტალიაში ბინადრობის ნებართვა (ვიდეო) - Articolo 31 Permesso di soggiorno per assistenza minori
იურიდიული სტატია

იტალიაში ბინადრობის ნებართვა (ვიდეო) - Articolo 31 Permesso di soggiorno per assistenza minori

13-11-2024, 13:45 ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / nana nakashidze / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / imigration lawyer in Georgia 538 ნახვა
იტალიაში ბინადრობის ნებართვა (ვიდეო) - Articolo 31 Permesso di soggiorno per assistenza minori

თუკი იტალიაში იმყოფებით მეღლეთან და არასრულწლოვან შვილთან არალეგალურად ანუ , არ აქვთ იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობის უფლება?


ან თუკი ოჯახი იტალიში ცხოვრობს, მაგრამ ერთ-ერთი მშობელი საბუთების გარეშეა?

მოცემულ 2 შემთხვევაში როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ბინადრობის ნებართვა იტალიაში ანუ ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება?


ეს არის ბინადრობის ნებრთვა, რომელიც გაიცემა იტალიის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრებზე ე.წ
Permesso di soggiorno per assistenza minori oppure - Articolo 31, terzo comma, del Testo Unico Immigrazione.


იტალიის საიმიგრაციო კანონმდებლობა ითვალისწინებს სპეციალურ ნორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში მყოფი არასრულწლოვანი უცხოელების და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვას. მიგრაციის შესახებ კანონის 31 მუხლის მე3 პუნქტის საფუძველზე, არასრულწლოვანთა სასამართლოს, მოზარდის ფსიქოფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სერიოზული მიზეზების გამო, ასევე მოზარდის ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით - შეუძლია დაუშვას, ოჯახის წევრის შესვლა ან დარჩენა იტალიის ტერიტორიაზე.


ყველასათვის მარტივი გასაგები რომ იყოს გავიხილოთ 2 კონკტერული მაგალითი.


პირველი, როდესაც არასრულწლოვანი იმყოფება იტალიის ტერიტორიაზე, დადის სკოლაში და ორივე მშობელი, დედა და მამა არის არალეგალურად - საბუთის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მიმართოთ არასრულწლოვანთა სასამართლოს.

სასამართლოს განმარტება შემდეგია: არასწრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მას გვერდით ჰყავდეს როგორც დედა ასევე მამა, ამიტომ იტალიის კანონმდებლობა, მსგავს შემთხვევაში მშობლებს აძლევს საშუალებას ერთობლივად გააკეთონ განაცხადი სასამართლოში Permesso di soggiorno per assistenza minori-ს დასამზადებლად. (ბინადრობის ნებართვა არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით )


განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც არასრწულწლოვანი იმყოფება იტალიის ტერიტორაზე, დადის სკოლაში და მის ერთ-ერთ მშობელს, მაგალითად დედა აქვს Permesso di Soggiorno, მამას არა აქვს მაგარმ ვერ აკეთებს ოჯახის გაერთიანებას ანუ
Ricongiungimento familiare-ს ან ან ოჯახის შემოერებას Coesione familiare-ს. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა რატომ ვერ აკეთებს?


განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია აკმაყოფილებდეს ყველა საჭირო რეკვიზიტებს. მაგალითად: თუ არ გაქვთ საკმარისი შემოსავალი ე.წ redito ან ცხოვრობთ ისეთ ბინაში, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონით დაწესებულ მოთხოვნებს, განაცხადი არ დაკმაყოფილდება. სწორედ ამიტომ იტალიის კანონმდებლობა, მსგავს შემთხვევაში მშობლებს აძლევს საშუალებას ერთობლივად გააკეთონ განაცხადი სასამართლოში Permesso di soggiorno per assistenza minori-ს დასამზადებლად.


სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაცია ორივე შემთხვევაში განსხვავებულია.


იმ შემთხვევაში თუ სასამართლოში განაცხადი წარდგენილია მოზარდის მყარი ინტერგრაციის მოტივით, სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, არასრულწლოვანის მიერ იტალიის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა აქტივობას: მაგალითად: სასკოლო მოწმობებს, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას, ასევე რამდენად არის ჩართული თანატოლებთან ერთად სოციალურ ღონისძიებებში,... მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი ის რაც გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ არასრულწლოვანი არის ინტერგრირებული იტალიის ტერიტორიაზე და აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში თანატოლებთან ერთად. შესაბამისად, მშობლებისგან შორს ყოფნა და იტალიის ტერიტორიის დატოვება მნიშვნელოვნად დააზარალების არასრულწლოვანის ზრდასა და მის ფსიქო ფიზიკურ მგდომარეობას. ასეთ შემთხვევაში, ოჯახის წევრებს შეიძლება მიეცეთ ბინადრობის ნებართვა, თუ ბავშვის ინტერესი აშკარად საჭიროებს მათ იტალიაში ყოფნას.

რა დოკუმენტებია საჭირო? სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაცია განსხვავდება კონკრეტული შემთხვევის მიხედვით, მაგრამ ძირითადი დოკუმენტები მოიცავს:

  • ბავშვის სასკოლო მოწმობები და სოციალური აქტივობების დამადასტურებელი საბუთები;
  • მშობლების პასპორტების ასლები;
  • ბინადრობის ნებართვის ასლები, თუ ეს შესაძლებელია;
  • არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა, ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული ;
  • მშობლების საცხოვრებელი პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ აპოსტილით დამოწმებული;
  • თუ განაცხადი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე კეთდება, აუცილებელია სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც ადასტურებს არასრულწლოვანის ან მისი მშობლის ჯანმრთელობის პრობლემას.

სასამართლოს ვადები დამოკიდებულია რეგიონის მიხედვით, მინიმუმ 1 წელია სავარაუდო მოლოდინის რეჟიმი.

ბინადრობის ნებართვის შეცვლა სამუშაო ნებართვად!

2020 წლამდე აღნიშნული ბინადრობის ნებართვის გადაცვლა არ ხდებოდა, ხოლო 2020 წლის 21 ოქტომბრის ნომერ 130 გადაწყვეტილებით, Permesso di soggiorno per assistenza minori-ის მქონე პირებს აქვთ შესაძლებლობა, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს ნებართვა შეცვალონ სამუშაო ნებართვად (Permesso di lavoro), რაც უზრუნველყოფს მათი იტალიაში ყოფნის სტაბილურობას და ლეგალური მუშაობის უფლებას.

Permesso di soggiorno per assistenza minori - ზე განაცხადის წარდგენა, არ ითვალისწინებს ადვოკატის სავალდებულო ჩართულობას პროცესში. შესაბამისად, განაცხადის წარდგენა შესაძლებელია უშუალოდ დაინტერესებული პირების მიერ, არასრულწლოვანთა სასამართლოს სამოქალაქო რეესტრში.


განცხადების ნიმუშს დავდებ საიტზე: IURISTI.COM

ჩვენი საადვოკატო ბიუროს მოკრძალებული რჩევა იქნება, ვიდრე განაცხადს წარადგენთ, კონსულტაცია გაიარეთ ისეთ პიროვნებასთან ან ადვოკატთან ვისაც უკვე აქვს გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, რადგან სასამართლოს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ ქვეყნიდან გაძევების წერილს.


თუმცა ვიმეორებთ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადვოკატის სავალდებულო ჩართულობას. გისურვეთ წარმარებას!

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: Articolo 31 Permesso di soggiorno per assistenza minori, იტალიაში ბინადრობის ნებართვა, consulenzalegale, საიმიგრაციოკანონი, საბუთებისმოპოვება, სასამართლო, ოჯახი, იტალიაშიარასრულწლოვანი, იტალიისემიგრაცია, იურიდიულიკონსულტაცია, ლეგალურიიცხოვრება, მშობლების
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ვრცლად

ბინადრობის ნებართვის სახეები

ბინადრობის ნებართვის სახეები

ვრცლად

ბინადრობა, მოქალაქეობა - საემიგრაციო მომსახურება

ბინადრობა, მოქალაქეობა - საემიგრაციო მომსახურება

ვრცლად

რა არის ,,Foglio di via'' იგივე ,,Espulsione'', ქართველი ემიგრანტებისათვის

რა არის ,Foglio di via'' იგივე ,Espulsione'', ქართველი

ვრცლად

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp