iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სტრასბურგში სამუშაო შეხვედრები გამართა
იურიდიული სტატია

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სტრასბურგში სამუშაო შეხვედრები გამართა

13-07-2022, 17:08 სიახლე / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი 312 ნახვა
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სტრასბურგში სამუშაო შეხვედრები გამართა

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ჭეხანმა, ევროპის საბჭოს მიწვევით სტრასბურგში სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

ევროპის ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის (EYBA) გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ჭეხანმა EYBA-ის ევროპის ახალგაზრდა ადვოკატთა წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარების შესახებ წინადადება ოფიციალურად წარუდგინა. EYBA-ის წევრი საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2022 წლის მარტში გახდა, რაც ჩვენს ახალგაზრდა ადვოკატებს ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული კონტაქტების დამყარების დამატებით შესაძლებლობას უქმნის.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა სტრასბურგის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან ტიფანი კონეინთან, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოსა და სტრასბურგის ადვოკატთა ასოციაციებს შორის გაფორმდება მემორანდუმი და გაძლიერდება თანამშრომლობა ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელების მიმართულებით, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი ჭეხანმა მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ ევროსაბჭოს პროგრამის (HELP) წლიურ კონფერენციაში. ევროსაბჭოს მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაცია გააძლიერებს ძალისხმევას ჩვენს იურიდიულ პროფესიაში HELP-ის პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით.
ასევე, შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამების სამმართველოს დირექტორთან - ლილია გრეტასდოტირთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ერთობლივი პროექტების შედეგები და იურიდიული პროფესიის შემდგომ გაძლიერებაზე ორიენტირებული დამატებითი პროექტის ინიცირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებული ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განვახორციელეთ, მათ შორის - ასოციაციის საარჩევნო სისტემის რეფორმა, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსება, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავება, მარტოხელა მშობლების მხარდამჭერი პრობონო პროექტი, ეთიკის კომისიის საქმისწარმოების ელ. პროგრამა და სხვა.

წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: advokati, advocatebi, advocate, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, ს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე

ვრცლად

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იწყება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იწყება

ვრცლად

ვაკანსია ადვოკატის თანაშემწე

ვაკანსია ადვოკატის თანაშემწე

ვრცლად

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა

ვრცლად

პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება

პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp