iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » 2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1317 კონსტიტუციური სარჩელი („გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).
იურიდიული სტატია

2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1317 კონსტიტუციური სარჩელი („გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).

26-12-2025, 15:44 სიახლე 14 ნახვა
2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1317 კონსტიტუციური სარჩელი („გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).

2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1317 კონსტიტუციური სარჩელი („გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).


სადავო რეგულირება ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე დახმარების გაცემის საფუძვლად, განსაზღვრავდა საავადმყოფო ფურცელს, ამასთან, გამორიცხავდა ორსული (მშობიარე) ქალის გარდაცვალების გამონაკლისი შემთხვევის გარდა, ბავშვის მამისათვის შვებულებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობას.


მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმები ადგენდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, ერთი მხრივ, ბიოლოგიურ დედასა და ბიოლოგიურ მამას, მეორე მხრივ კი, ბიოლოგიურ მამასა და მშვილებელს მამას შორის. დამატებით, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო რეგულირება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შრომის თავისუფლების უფლებას.


მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, ფინანსური რესურსის არასაკმარისობის პირობებში, შერჩეული გადაწყვეტა პრიორიტეტულად უზრუნველყოფდა ქალის უფლებების დაცვას. ამასთანავე, მშობლებს შორის ანაზღაურებადი შვებულების დღეების ურთიერთშეთანხმებით გაყოფის მექანიზმი საფრთხეს შეუქმნიდა ქალის ჯანმრთელობისა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ინტერესებს. თავის მხრივ, იმ დასაქმებულისათვის, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა და შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ დასაქმებულისა და ბავშვის ინტერესების დაცვა, არამედ ბავშვის ინსტიტუციებიდან გამოყვანისა და ოჯახურ გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობა.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, მიუთითა, რომ №1317 კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმდინარეობისას, სადავო ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამასთან, კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითი გავლენა მოახდინა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ სამართლებრივ პრობლემაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალწარმოება გააგრძელა ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების გზით.


აღნიშნულის შემდგომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა სადავო რეგულირების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლების უფლების ფორმალურ მოთხოვნებთან და განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე მოახდინა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის შემუშავებისა და დამტკიცების უფლებამოსილების დელეგირება. ამასთანავე, კანონმდებელმა თავად განსაზღვრა

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან დაკავშირებული კონცეპტუალური საკითხები – მათ შორის, განსაზღვრა უფლებით მოსარგებლე სუბიექტი დასაქმებულის სახით, სქესზე მითითების გარეშე. თავის მხრივ, სადავო ნორმების საფუძველზე, დავიწროვდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და, შესაბამისად, მისი ანაზღაურების უფლებით მოსარგებლე, საქართველოს შრომის კოდექსის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) მიერ განსაზღვრული პირთა წრე, რაც სცილდებოდა კანონმდებლის მიერ სამინისტროსათვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებს.


სადავო მოწესრიგების სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობის საკითხზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმები ადგენდა დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ სუბიექტებს − ერთი მხრივ, ბიოლოგიურ მამასა და ბიოლოგიურ დედას, მეორე მხრივ კი, ბიოლოგიურ მამასა და იმ მამას შორის, რომელმაც 1 წლამდე ბავშვი იშვილა.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ერთიან სამართლებრივ კონსტრუქციად რეგლამენტირების მიუხედავად, ერთი მხრივ, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის მოვლის გამო შვებულება ავტონომიური მიზნების უზრუნველსაყოფად არსებობდა. კერძოდ, ბავშვის მოვლის გამო შვებულება უზრუნველყოფს მშობლის კავშირს ბავშვთან და ანიჭებს მას შესაძლებლობას, იზრუნოს ბავშვზე, მონაწილეობა მიიღოს მისი მოვლის პროცესში. ამასთანავე, ბიოლოგიურ დედასა და ბიოლოგიურ მამას გააჩნიათ მსგავსი ინტერესი და ფლობენ მსგავს შესაძლებლობებს, თანასწორ საწყისებზე ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ იკვეთებოდა ლოგიკური კავშირი სადავო რეგულირებასა და ქალის ჯანმრთელობის დაცვის საჯარო ინტერესს შორის.


ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო რეგულირება იმ შემთხვევისთვის, როდესაც ბავშვის დედა ცოცხალია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, მათ შორის, მაშინაც კი, როდესაც ბავშვი არ იმყოფება ბუნებრივ კვებაზე ან დედა საკუთარი სურვილით უარს ამბობს დასახელებული უფლებით სარგებლობაზე, გამორიცხავდა ბავშვის ბიოლოგიური მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და დახმარების მიღების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. მაშასადამე, სადავო მოწესრიგება იმაზე მეტი ინტენსივობით ზღუდავდა ძირითად უფლებას, ვიდრე ეს აუცილებელი იყო ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის.


დამატებით, მშვილებელი მამისა და ბიოლოგიური მამის მიმართ დადგენილი განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს კავშირი არ გააჩნდა დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობასთან.


აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო სადავო წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ორსული (მშობიარე) ქალის ბავშვის ბიოლოგიური მამისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობას.


დავის საგანი: „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად

2025 წლის 24 და 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1274).

2025 წლის 24 და 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

ვრცლად

მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად

2025 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1802).

2025 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება

ვრცლად

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1 335 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1 335

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp