საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ნებართვებზე სანებართვო კონტროლის განხორციელებას უკავშირდება.
კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის თანამშრომელს, მოწვეულ სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება ექნება, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს - „იარაღის შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში.
კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, იოსებ ჯორბენაძე, გრეტა წიწავა და ირაკლი ხელაძე.
კომიტეტმა სხდომაზე ასევე დაამტკიცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რეკომენდაციები. რეკომენდაციები ეხება: „შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს“ და „სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს“.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
