iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » 2025 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დაადასტურა №1715 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ რიგი ნორმების არაკონსტიტუციურობა.
იურიდიული სტატია

2025 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დაადასტურა №1715 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ რიგი ნორმების არაკონსტიტუციურობა.

17-10-2025, 19:55 სიახლე 6 ნახვა
2025 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დაადასტურა №1715 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ რიგი ნორმების არაკონსტიტუციურობა.
2025 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დაადასტურა №1715 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ რიგი ნორმების არაკონსტიტუციურობა.
სადავო ნორმები მერის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიზანშეწონილობის ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. წარდგინების ავტორის არგუმენტაციით, აქვს თუ არა მერის მოადგილის თანამდებობას წმინდად პოლიტიკური ხასიათი, უნდა დადგინდეს მის მიერ განსახორციელებელი ფუნქციების გაანალიზების ფონზე. მერის მოადგილეს ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე გააჩნია ისეთი ფუნქციებიც, რომლებიც უახლოვდება პროფესიულს, მოითხოვს შესაბამის კომპეტენციას და სტაბილურ სამუშაო გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევდა, რომ მერის მოადგილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება, სადავო ნორმებით გათვალისწინებული მოწესრიგების საპირისპიროდ, საჭიროებს შესაბამისი საფუძვლისა და დასაბუთების არსებობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის გაგებით, მერის მოადგილის თანამდებობა წარმოადგენს საჯარო თანამდებობას და, შესაბამისად, მასზე ვრცელდება, საჯარო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კონსტიტუციის ამავე მუხლში მოაზრებული გარანტიები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთი მხრივ, შეაფასა, რა მიზანს ემსახურება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობის დაცვა და როგორია საქართველოს კონსტიტუციით მისთვის შეთავაზებული გარანტიების მასშტაბი, მეორე მხრივ კი, იმსჯელა მერის მოადგილის თანამდებობრივ სტატუსზე, მის თანამდებობაზე დანიშვნის წესსა და ფუნქციებზე.
მერის მოადგილის უფლებამოსილებათა ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება პროფესიული, წმინდად შრომითი ურთიერთობის განმახორციელებელი პირისაგან.
ფუნქციური თვალსაზრისით, მერის მოადგილე მერის პოლიტიკური გუნდის წევრი და დამხმარეა. ამასთან, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის საქმიანობა სრულადაა დამოკიდებული მერის, მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკის წარმმართავი პირის, მიერ დაგეგმილ და განსაზღვრულ საქმიანობასა და პოლიტიკური დღის წესრიგზე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მისი ძირითადი მოვალეობა მერის საქმიანობის ხელშეწყობაა. გარდა ამისა, ინდივიდუალური შრომითი უფლებების დაცვის კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მოადგილის თანამდებობაზე დანიშნული პირისათვის წინასწარვე ცნობილია მის მიერ დასაკავებელი პოზიციის არსი და მასთან დაკავშირებული გარანტიების მასშტაბი. მათ შორის, მისთვის ცხადია, რომ აღნიშნული პოზიციის დაკავება დაკავშირებული არ არის ობიექტური და განჭვრეტადი კრიტერიუმების/მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან ან/და საკონკურსო პროცესთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, იმსჯელა იმაზე, რომ სწორედ მერისა და მისი მოადგილეების ურთიერთთანამშრომლობა, პიროვნული ნდობა და კოორდინაცია განაპირობებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის ეფექტიანობას. აღნიშნულზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მერის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის ვადის დაკავშირება მერის მიზანშეწონილობასთან გონივრულად ახსნადია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნებს.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „... და თანამდებობიდან ათავისუფლებს ...“, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „... და თანამდებობიდან ათავისუფლებს ...“ და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


2025 წლის 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2025 წლის 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება

ვრცლად

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების

ვრცლად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა ბატონი რევაზ ნადარაია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა ბატონი რევაზ ნადარაია.

ვრცლად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1498 კონსტიტუციური სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1498 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად

ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში - ე.ბ. დააკავეს.

ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ორსანტიის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp