დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, სამართალდამცველებმა მთელი საქართველოს მასშტაბით-თბილისსა და რეგიონებში 2 დღის განმავლობაში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, სამართალდამცველებმა მთელი საქართველოს მასშტაბით-თბილისსა და რეგიონებში 2 დღის განმავლობაში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია არაერთი პირი, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია.
პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა, მჭიდები, ვაზნები და ჯავშანჟილეტები.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას. “- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
