ხელვაჩაურის პოლიციამ ნარკოტიკების დიდი რაოდენობა აღმოაჩინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ჯ.ფ. დააკავეს ნარკოტიკული საშუალების დიდ ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გავრცელების მცდელობის ბრალდებით.
დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ჯ.ფ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად, ასევე 17 ლოკაციიდან ამოღებულია ნარკოტიკის დიდი ოდენობა, რომელიც ბრალდებულმა შემდგომი რეალიზაციისთვის განთავსებული ჰქონდა.
ჯ.ფ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ელექტრო სასწორი, პოლიეთილენური პაკეტები და წებოვანი ლენტები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლების საფუძველზე'' - ნათქვამია განცხადებაში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
