დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა.
დაკავებულს ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. “ - ნათქვამია საქარ თველოს პროკურატურის განცხადებაში.
წყარო: საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
ფოტო: საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
