Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა


განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა


საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 სექტემბერს, თბილისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს '' - ნათქვამია განცხადებაში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები