iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება
იურიდიული სტატია

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

6-12-2021, 12:20 სიახლე 379 ნახვა
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

11-12 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება.

„თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელიც „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსდა და სამომავლოდაც გაგრძელდება. საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემა უდიდესი საქმეა, რომელსაც მხარდაჭერა და მეტი მოტივაცია სჭირდება. სწორედ, ამას ემსახურება საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ დაარსებაც, რომლის გამარჯვებულებსაც აღნიშნული ფესტივალის მსვლელობისას გამოვავლენთ“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„წიგნის ფესტივალები უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა სექტორისთვის, რომელიც გამომცემლებისა და მკითხველების პირდაპირი კომუნიკაციის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს. საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა კი განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან მოზარდების მკითხველებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, საბავშვო წიგნის ფესტივალს დაარსებას სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ამ მიმართულების სამომავლო განვითარებაზე“,- განაცხადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა.

ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც მყიდველს, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე, ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წიგნების გარდა, შესაძლებელი იქნება სათამაშოებისა და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენაც.
ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა და სხვა; ორივე დღის განმავლობაში, დიდ ეკრანზე ანიმაციური ფილმები იტრიალებს.

12 დეკემბერს, საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

მე-3 პავილიონის ეზოში გაიმართება ჯგუფ „არასა“ და თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სკოლის ორკესტრის კონცერტი.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.

წყარო:imedinews.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

ვრცლად

პირველი არხი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ერთვება

პირველი არხი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ერთვება

ვრცლად

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში საკანონმდებლო მაცნეს წიგნების თვითმომსახურების აპარატები განთავსდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში საკანონმდებლო მაცნეს

ვრცლად

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

ვრცლად

სააპელაციო სასამართლოში, წარმატებით დასრულებული დავა, ამერიკის მოქალაქის სასარგებლოდ

სააპელაციო სასამართლოში, წარმატებით დასრულებული დავა, ამერიკის მოქალაქის სასარგებლოდ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp