იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ინგლისური სამართლის ფორუმის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ინგლისური სამართლის ფორუმის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სამართლის სფეროში 30-წლიან წარმატებულ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მომავალშიც მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და საადვოკატო სექტორის შემდგომ განვითარებას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ფორუმში ქართველ და უცხოელ ადვოკატებთან ერთად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების პრეზიდენტი მონაწილეობდნენ, შეხვედრას ესწრებოდა საადვოკატო ბიურო ''ნაკაშიძე და პარტნიორები''-ს ხელმძღვანელი ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
