iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თაობაზე ანგარიში წარუდგინა
იურიდიული სტატია

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თაობაზე ანგარიში წარუდგინა

10-05-2025, 11:04 სიახლე 9 ნახვა
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თაობაზე ანგარიში წარუდგინა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თაობაზე ანგარიში წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ იქნა სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები. ანგარიშები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა წარადგინა.

აღინიშნა, რომ ევროპული სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. 2025 წლის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების რაოდენობა 94%-ით შემცირდა. ამასთან, 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე უცნია დასაშვებად.

ევროპულ სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. ყურადღება გამახვილდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი 118 აღსრულებული საქმიდან, 85% 2013 წლის შემდეგ აღსრულდა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა 2008 წლის ომთან და განგრძობად ოკუპაციასთან დაკავშირებული ყველა საქმე, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების აღსრულება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები იუსტიციის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად წარედგინება პარლამენტს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, ბრიტანელ ადვოკატებს უმასპინძლ

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, ბრიტანელ ადვოკატებს უმასპინძლ

ვრცლად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი

ვრცლად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საპარლამენტო არჩევნების

ვრცლად

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ბედოიძემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა

ვრცლად

საიამ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში ანგარიშები წარადგინა

საიამ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში ანგარიშები წარადგინა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp