iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი
იურიდიული სტატია

სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი

4-12-2024, 00:43 სიახლე 82 ნახვა
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი


''როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღესაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც ყველა შეკრების დროს, დღესაც საპოლიციო ძალები მობილიზებულები არიან შეკრების ადგილას და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

საზოგადოება დღეების განმავლობაში ადევნებს თვალს, აქციის წევრების ნაწილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.


პოლიციის მხრიდან კეთდებოდა მუდმივი მოწოდება, აქციის მონაწილეების მიმართ, რომ საკუთარი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ და არ გასცდენოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა აქციის რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს.

პირდაპირი ეთერების საშუალებით უკვე ვიხილეთ, მოძალადე ჯგუფების აგრესიული ქმედებები, აქციის დაწყებისთანავე, რაც გამოიხატა პარლამენტის წინა მხარეს განთავსებული ჯებირების დაზიანებაში. აგრესიული მომიტინგეები პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც საპოლიციო ძალები იყვნენ განთავსებულები ისვრიან ქვებს, ბლაგვს საგნებს, რკინის საგნებს და ცეცხლმოკიდებული ნივთებს.

სწორედ აღნიშნული ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების შედეგია, რომ სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 143-მა თანამშრომელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება, სხვადასხვა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი:

პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები არიან:

1. 1972 წელს დაბადებული დ.ლ. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი.


2. დაკავებულია 1987 წელს დაბადებული თ.ზ., რომელმაც მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცველების მისამართით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და დააზიანა სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი.


3. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 2003 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ., რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.


4. დაკავებულია 2007 წელს დაბადებული მ.გ., რომელმაც 9 აპრილის ქუჩაზე, პიროტექნიკის სროლის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს.


5. ასევე დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1997 წელს დაბადებული ა.მ. ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გრძელდება და მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ.

ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი.

დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ.

დასრულებული 89 საქმიდან:

☑️ 43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა

☑️41 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას.

☑️ 5 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება''- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძემ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ვრცლად

განცხადება - შინაგან საქმეთა სამინისტრო

განცხადება - შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ვრცლად

ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი მოგებული საქმე

ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი მოგებული საქმე

ვრცლად

18 წლის კაილ რიტენჰაუსი ვისკონსინის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

18 წლის კაილ რიტენჰაუსი ვისკონსინის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp