iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირება
იურიდიული სტატია

საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირება

30-09-2024, 21:26 სიახლე 97 ნახვა
საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირება

2023 წლის 1 სექტემბრიდან ფიზიკური პირი ან კომპანია რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საზღვარგარეთ დასაქმებასთან, ვალდებულია:

1. დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კოდით 78.10.0;

2. მოიპოვოს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. წელიწადში ორჯერ მოახდინოს ანგარიშგება სამინისტროსთან განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

სერტიფიკატის მოპოვებისათვის სავალდებულო კრიტერიუმებია:

საოფისე ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით. მატერიალურ-ტექნიკური რესურსი დაკმაყოფილებულია, თუ:


ფლობს (საკუთრების ან სარგებლობის უფლებით) სულ მცირე საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განმახორციელებელ ერთ პირზე 10მ2 კეთილმოწყობილ ფართს, ხოლო ყოველი დამატებითი დასაქმებულის შემთხვევაში, მისი კვადრატულობა არანაკლებ 4 მ2-ით იზრდება;


არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის შესაფერისი გარემო, მათ შორის, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა, გათბობის საშუალებები და მოწესრიგებული სველი წერტილები;


აქვს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება;


არის შექმნილი სათანადო გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის;


აღჭურვილია სათანადო ინვენტარით, მათ შორის:

საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განმახორციელებელ ერთ პირზე - სულ მცირე 1 საოფისე მაგიდა, სკამი და კომპიუტერი;

ქსეროქსი, პრინტერი, საკომუნიკაციო ტელეფონი (ქსელური ან მობილური);

ვიდეო მონიტორინგის განმახორციელებელი მოწყობილობა, რომელსაც ექნება ხედვა საშუამავლო კომპანიის შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე. ვიდეო მონიტორინგის მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი ჩაწერის სისტემით, არანაკლებ 7 დღის ჩანაწერის შენახვის შესაძლებლობით, რომელიც დაარქივდება სათანადო ინფორმაციის შემნახველზე არანაკლებ 8 თვის ვადით. ასევე,

თვალსაჩინო ადგილას განთავსებული უნდა იყოს სათანადო მაფრთხილებელი წარწერა „მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი“.

სულ მცირე ერთი თანამშრომელის არსებობა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმების მსურველ პირს მიაწვდის ინფორმაციას საშუამავლო კომპანიის საქმიანობისა და მომსახურების თაობაზე.

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად რეგისტრირებული საბანკო ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული

საშუამავლო კომპანიის ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი;

ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;

ცნობა მოვალეთა რეესტრიდან, დავალიანების არ არსებობის შესახებ.

საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის სერტიფიკატის მაძიებელი კომპანიისთვის სერტიფიცირების პროცედურების განხორციელება (მათ შორის, დოკუმენტების განხილვა და შეფასება, ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურების წარმოება, მონიტორინგის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში - თანამშრომლებთან გასაუბრება, სერტიფიცირების საკითხის ორგანიზება და ა.შ.), ასევე საშუამავლო კომპანიის მიერ ხელახალი სერტიფიცირება არის უფასო.

სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა და სამინისტროსთან ანგარიშების განუხორციელებლობა გამოიწვევს შესაბამისი პასუხისმგებლობის ნორმების დაკისრებას.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საშუამავლო, კომპანიების, სერტიფიცირება, საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამუშაოდ წასვლა/ჩამოსვლის პირობები მკაცრდება

სამუშაოდ წასვლა/ჩამოსვლის პირობები მკაცრდება

ვრცლად

ეკონომიკური საქმიანობის ონლაინ რეგისტრაცია

ეკონომიკური საქმიანობის ონლაინ რეგისტრაცია

ვრცლად

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული

ვრცლად

ბიზნეს ვიზიტით საქართველოში შემოსვლის წესი უცხოელებისთვის

ბიზნეს ვიზიტით საქართველოში შემოსვლის წესი უცხოელებისთვის

ვრცლად

ბინადრობის მოწმობა

ბინადრობის მოწმობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp