iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება
იურიდიული სტატია

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება

30-09-2024, 20:25 სიახლე 96 ნახვა
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2024 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მიმართა ზოგადი წინადადებით, ცვლილებები შეეტანა შესაბამის ბრძანებაში იმგვარად, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე სუბიექტების მიერ წარსადგენ დეკლარაციაში არ მომხდარიყო ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომერი, სხვ.) საჯაროდ გამოქვეყნება.

2024 წლის 20 სექტემბერს იუსტიციის მინისტრმა ნაწილობრივ გაითვალისწინა სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება და შესაბამის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებს აღარ ეკისრებათ ყოველწლიურად წარსადგენ, საჯაროდ გამოქვეყნებას დაქვემდებარებულ საფინანსო დეკლარაციებში დასაქმებულთა, ასევე სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მყოფ პირთა თუ ბენეფიციარების და სხვა პირთა პირადი ნომრების, საბანკო ანგარიშის ნომრების და საფინანსო ინსტიტუტების ასახვა.


სახალხო დამცველი დადებითად აფასებს აღნიშნულ ცვლილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინდივიდების მიმართ რეგულაციების ნეგატიურ ზეგავლენას, თუმცა სრულად ვერ ასახავს და არ მიიღწევა სახალხო დამცველის მიერ გაცემული წინადადების მიზანი, ვინაიდან რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციის ფორმებში კვლავ რჩება მითითებული ფიზიკურ პირთა სახელები და გვარები. შესაბამისად, ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება სრულად იყოს გაზიარებული.

ზოგადი წინადადების სრულად შესრულების მიზნით, სახალხო დამცველი გამოთქვამს იუსტიციის სამინისტროსთან შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნას.'' - აღნიშნულია განცხადებაში

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს, სახალხო დამცველის, განცხადება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' - საქართველოს კანონი / საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' - საქართველოს კანონი / საბოლოო

ვრცლად

''უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' - საქართველოს კანონი PDF ვერსია

''უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' - საქართველოს კანონი PDF

ვრცლად

''უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' - საქართველოს კანონი

''უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' - საქართველოს კანონი

ვრცლად

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების

ვრცლად

საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის როლი ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp