გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, 6 წლის ვადით აირჩიეს
გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 18/07/2024 წელს 6 წლის ვადით აირჩიეს
საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. ახალი გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით აირჩიეს.
კენჭისყრამდე გიორგი გაბიტაშვილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა უწყების განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინა და დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი.
გიორგი გაბიტაშვილს პროკურატურაში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 11 წელი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გიორგი გაბიტაშვილი საპროკურორო საბჭოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ წარუდგინეს; ასევე გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.
გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
