iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » 15 მარტიდან 1500 პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება - ვინ ისარგებლებს განახლებული პირობებით?
იურიდიული სტატია

15 მარტიდან 1500 პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება - ვინ ისარგებლებს განახლებული პირობებით?

14-03-2024, 19:30 სიახლე 174 ნახვა
15 მარტიდან 1500 პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება - ვინ ისარგებლებს განახლებული პირობებით?

ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით და ოვერდრაფტებით.

კერძოდ, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.

ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.


ვინ ისარგებლებს განახლებული პირობებით?
პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.

რა მექანიზმით დაკორექტირდება საპროცენტო განაკვეთი?
მომხმარებლებს სესხის მიმდინარე პირობები ავტომატურად დაუკორექტირდებათ, ბანკში დამატებითი ვიზიტის გარეშე.

რამდენი პროცენტი გახდება საპენსიო სესხი?
განახლებული საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება ცვლილების დღეს არსებულ TIBR6M ინდექსს + 15%-ს (არაუმეტეს 25%-ისა)

როგორ გამოითვლება საპენსიო სესხის პროცენტი?
საპენსიო სესხის პროცენტი დამოკიდებულია 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის TIBR ინდექსზე (TIBR6M ინდექსის მონაცემები გამოქვეყნებულია შემდეგ მისამართზე - ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე ) , რომელიც ცვალებადია. 2023 წლის 3 იანვრიდან სესხის/ოვერდრაფტის წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება კრედიტის გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის TIBR ინდექსისა (TIBR6M) და 15 პროცენტული პუნქტის ჯამური ოდენობით, რომელიც უცვლელი იქნება სესხის მოქმედების ვადის ბოლომდე.



რა ცვლილება განხორციელდება საპენსიო სესხების შემთხვევაში?
საპენსიო სესხის შემთხვევაში, სასესხო კონტრაქტის დასრულების თარიღი დარჩება უცვლელი. ყოველთვიურად დასაფარი თანხა კი პროცენტის კორექტირების ხარჯზე შემცირდება.



როგორ დაკორექტირდება ვადაგადაცილებული სესხები?
ვადაგადაცილებული სესხების შემთხვევაში, ცვლილების თარიღამდე დარიცხული საპროცენტო დავალიანება დარჩება უცვლელი, ხოლო ცვლილების დღიდან, ანუ 2024 წლის 15 მარტიდან სესხის დასრულების თარიღამდე, დაკორექტირდება დაფარვის გრაფიკი. ვადის დასრულების თარიღი დარჩება უცვლელი და ყოველთვიურად დასაფარი თანხა კი პროცენტის კორექტირების ხარჯზე შემცირდება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: 15 მარტიდან, 1500 პენსიონერს, სესხის პროცენტი შეუმცირდება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საპენსიო სესხი 358 000 პენსიონერს აქვს

საპენსიო სესხი 358 000 პენსიონერს აქვს

ვრცლად

179 600 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

179 600 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

ვრცლად

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები

ვრცლად

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

ვრცლად

სებ: ბანკებს ეკრძალებათ სავალუტო სესხის ლარში გადატანისას მომხმარებლებს წინსწრებით დაფარვის საკომისიო დაუწესონ

სებ: ბანკებს ეკრძალებათ სავალუტო სესხის ლარში გადატანისას მომხმარებლებს წინსწრებით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp