iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი ხდება
იურიდიული სტატია

ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი ხდება

29-02-2024, 19:25 სიახლე 201 ნახვა
ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი ხდება


ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი ხდება - აღნიშნულს ითვალისწინებს განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №72/ნ

2024 წლის 28 თებერვალი

ქ.თბილისი

„ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №206/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №206/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი“ ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი

დანართი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მუხლი 2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, მისი კომპონენტები და კრედიტების განაწილება

1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, შესაძლებელია შემუშავებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოუკიდებლად, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა (რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს), რომელიც არ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით:

ა) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები;

ბ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი) და თავისუფალი კომპონენტები;

გ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია მხოლოდ იმ დამატებითი პროგრამის/პროგრამების კომბინირება, რომლის შესაბამისი სწავლის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე ხორციელდება ავტორიზებულ ან აკრედიტებულ რეჟიმში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესის მიხედვით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხვის წესის შესაბამისად.

მუხლი 3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დაშვების წინაპირობა

1. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემატება

2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

ვრცლად

განათლების სამართალი

განათლების სამართალი

ვრცლად

''პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც, დგინდება კოლეჯის დირექტორის დამტკიცების საფუძველი - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო

''პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც,

ვრცლად

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp