Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

განცხადება

განცხადება



ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება 22 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ, მომზადებულ სიუჟეტში გამოთქმულ მორიგ დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ეხება.


ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ბრიტანულმა მედიასაშუალება Sky News-მა გამოაქვეყნა ქვეყნის საბაჟო სტატისტიკის დეტალური კვლევა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო დანიშნულების საქონელი/ტექნიკა სანქციების მიუხედავად, შედის რუსეთის ფედერაციაში და რომ თითქოს აღნიშნულ კვლევაში ტრანზიტულ ქვეყნებს შორის დასახელებულია საქართველო. ამასთან, ტელეკომპანია „ფორმულას“ თქმით, კვლევაში აღწერილი იყო კონკრეტული სქემაც თუ როგორ აღწევს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის გავლით, ორმაგი დანიშნულების მქონე პროდუქცია რუსეთამდე - რაზეც კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ არის სრული სიცრუე და ყალბი პროპაგანდა.


აღსანიშნავია, რომ თავად Sky News-ის მიერ, მომზადებულ სიუჟეტში საქართველო ნახსენები იყო ზოგადად, როგორც რუსეთთან სახმელეთო საზღვრის მქონე სახელმწიფო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, არც კვლევაში დასახელებულა არცერთი ფაქტი თუ რა სახის და რა რაოდენობის საქონლის ექსპორტი განხორციელდა დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს დანიშნულებით. სამწუხაროა, რომ არც Sky News-ის მხრიდან და არც ქართული მედიის მხრიდან, რეპორტაჟის მომზადების პროცესში, არავინ დაკავშირებია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს კონკრეტული ფაქტების გადასამოწმებლად და ოფიციალური სტატისტიკის გამოთხოვის მიზნით.


ოფიციალური სტატისტიკის მიღებისა და გავრცელების შემდგომ, საზოგადოება გაიგებდა, რომ  2023 წლის მონაცემებით, მაღალი რისკის მქონე პრიორიტეტული საქონელის (რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს სამხედრო მიზნებისთვის) დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში იმპორტის მაჩვენებელი მთლიანი იმპორტის მხოლოდ 1%-ს შეადგენს და საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდგომ 40%-ით არის შემცირებული.


ამასთან, აღნიშნული საქონელის იმპორტი სანქციების დაწესებამდე და მის შემდეგაც, განხორციელებულია უშუალოდ საქართველოში გამოსაყენებლად და არ მომხდარა მისი შემდგომი ექსპორტი სანქცირებულ ქვეყნებში.


კიდევ ერთხელ, ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქცირებული საქონლის მკაცრ კონტროლს.


სწორედ სანქციების ეფექტური აღსრულების და პრევენციული ღონისძიებების გატარების ერთ-ერთი მაგალითია, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების შემთხვევები, საიდანაც 29 შემთხვევაში გამომგზავნი ან წარმოშობის ქვეყანა იყო დიდი ბრიტანეთი.


შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშუალებებს სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისას, იხელმძღვანელონ ოფიციალური წყაროებიდან და იმ შემთხვევაში თუ დამატებითი შეკითხვები იქნება აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით, განმარტებისთვის მიმართონ სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ უწყებას - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.



The Revenue Service of the Ministry of Finance of Georgia is responding to the dissemination of misinformation by the TV company "Formula" on February 22 regarding Georgia's compliance with international sanctions.


Allegations surfaced in a report suggesting that Sky News had conducted a detailed examination of customs data, insinuating the illicit flow of military equipment from Georgia to Russia despite sanctions. Furthermore, as stated by the "Formula" television company, the study outlined a particular scheme detailing the transit of dual-purpose products into Russia via our country. We vehemently assert that this claim is entirely false and amounts to propaganda.


While Georgia was mentioned in passing by Sky News as a country sharing a border with Russia, the specifics regarding the nature and volume of goods imported from Great Britain were notably absent, diverging from other post-Soviet nations.


Regrettably, neither Sky News nor Georgian side  sought clarification or official data from the Revenue Service prior to airing the report.


Official figures would in fact reveal that, as of 2023, a mere 1% of high-risk-weighted priority goods imported from Great Britain to Georgia that could be used for military purposes, decreased by 40% following the implementation of sanctions. Importation of the referred goods was strictly for internal use within Georgia and did not involve re-export to sanctioned destinations.


Georgia remains resolute in its unwavering commitment to upholding international sanctions without exception. To this end, a dedicated working group within the Revenue Service has been tasked with vigilant oversight of sanctioned goods.


Notable examples of effective enforcement include the interception and return of goods flagged by the Customs Department of the Revenue Service, with 29 instances involving Great Britain as the originating country or sender.


We implore both domestic and international media outlets to source information from official channels when reporting on matters pertaining to sanctions enforcement. For any further inquiries, the Revenue Service of the Ministry of Finance stands ready to provide clarification.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები