iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » რუსეთის მოქალაქეებს დროებით უძრავი ქონების შეძენა აეკრძალებათ
იურიდიული სტატია

რუსეთის მოქალაქეებს დროებით უძრავი ქონების შეძენა აეკრძალებათ

17-05-2023, 11:47 სიახლე / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 165 ნახვა
რუსეთის მოქალაქეებს დროებით უძრავი ქონების შეძენა აეკრძალებათ

პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებს დროებით - 2024 წლის 31 დეკემბრამდე უძრავი ქონების შეძენა აეკრძალებათ.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ მოამზადეს.

პროექტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს 2024 წლის 31 დეკემბრამდე უძრავ ნივთზე ნასყიდობის ან ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრების უფლება ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ იმ პირებზე არ გავრცელდება, რომლებიც ქონებას მემკვიდრეობით მიიღებენ.

პროექტის ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი უსაფრთხოების პრობლემების გარდა, გამიზნულია საქართველოს მოქალაქეების ფასების ზრდისგან დასაცავად.

„საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში, ქვეყანაში შემოსულია რუსეთის, დაახლოებით, 120 000 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ბინებსა და სხვა უძრავ ქონებას ინტენსიურად ყიდულობენ. 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 6 062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4 520 ადამიანს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2 187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა 1 679 ადამიანს შეადგენს. რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შეძენის ასეთი ზრდადი ტენდენცია საქართველოს მოქალაქეთათვის საკუთრების უფლებას ზღუდავს. ამ მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბინების ფასი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების საკმაო ნაწილისათვის გართულებულია როგორც ბინის ყიდვა, ასევე ქირავნობაც“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: უძრავი ქონების შეძენა, რუსეთის მოქალაქეებს, აეკრძალებათ, კანონპროექტი, ბინადრობის ნებართვა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით

ვრცლად

ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ვრცლად

ინდმეწარმედ 15 917 რუსეთის მოქალაქე დარეგისტრირდა

ინდმეწარმედ 15 917 რუსეთის მოქალაქე დარეგისტრირდა

ვრცლად

რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა

რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა

ვრცლად

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp