ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის დასაწყისში გათავისუფლებული ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის სარჩელი დააკმაყოფილა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე მუზეუმს კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა დააკისრა.
"ნანა გაბრიჩიძე-ბუაძე, ადამიანი, რომელმაც 52 წელი იმუშავა თითქმის ყველა საფეხურზე ეროვნულ მუზეუმში და სრულიად არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი კომისიის მიერ, 15-წუთიანი "პროფესიული" გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან", - წერს გაბრიჩიძის შვილიშვილი, დიტო ხვიჩია Facebook-ზე.
ნანა გაბრიჩიძე-ბუაძე სასამართლოს სთხოვდა მისი გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას.
ეროვნული მუზეუმიდან 2022 წელს თეა წულუკიანმა რეორგანიზაციის მოტივით 70-მდე ადამიანი გაათავისუფლა - უმეტესობამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომელი დინარა ვაჩნაძეა, რომელმაც აგვისტოში სასამართლო დავა მოიგო.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;
სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
