iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » კორპორატიული იურისტი » კომპანიაში წილების გასხვისება
იურიდიული სტატია

კომპანიაში წილების გასხვისება

2-06-2023, 16:30 კორპორატიული იურისტი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი 930 ნახვა
კომპანიაში წილების გასხვისება

პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით).

წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორთა ხმის უფლება ან/და პარტნიორთა შორის მოგების/ზარალის განაწილება არ არის მათი წილების პროპორციული.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობა წარმოიშვას.

მეწარმეთა შესახებ კანონის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შპს-ის პარტნიორს უფლება აქვს, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული. პარტნიორთა შეთანხმება (წესდება) შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორთა კრების თანხმობას წილის გასხვისებაზე ან ადგენდეს რაიმე შეზღუდვას, მაგალითად, სხვა პირის მიერ წილის უპირატეს შესყიდვის უფლებას.

წილის გასხვისება საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად ფინანსური ოპერაციაა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე.

თუ წილის გასხვისება ხდება ურთიერთდამოკიდებულ პირზე, მაშინ რეალიზაციის ფასი განისაზღვრება საბაზრო ფასით. მაგრამ შპს-ში წილების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის არარსებობის პირობებში წილის რეალური ღირებულება არ უნდა იყოს საწარმოს კაპიტალის (აქტივებს-ვალდებულებები) რეალური ღირებულებიდან გამომდინარე წილის შესაბამის ღირებულებაზე ნაკლები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: კომპანიაში წილების გასხვისება, კომპანიის იურიდიული მომსახურება, პარტნიორთა უფლებები, მეწარმეთა შესახებ კანონი, შპს პარტნიორი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შპს-ში კაპიტალის მოზიდვა გამარტივდა

შპს-ში კაპიტალის მოზიდვა გამარტივდა

ვრცლად

მეწარმეთა შესახებ კანონში შესული ცვლილებები სრულად (შპს)შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე

მეწარმეთა შესახებ კანონში შესული ცვლილებები სრულად (შპს)შეზღუდული პასუხისმგებლობის

ვრცლად

სამეწარმეო საქმიანობის დაწყება

სამეწარმეო საქმიანობის დაწყება

ვრცლად

კორპორატიული დოკუმენტების მომზადება

კორპორატიული დოკუმენტების მომზადება

ვრცლად

დივიდენდის მიღება კომპანიიდან

დივიდენდის მიღება კომპანიიდან

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp