iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » Company registration » სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსით სარგებლობა
იურიდიული სტატია

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსით სარგებლობა

27-04-2023, 13:06 Company registration / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi 414 ნახვა
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსით სარგებლობა

სპეციალური სავაჭრო კომპანია

სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ამ მიზნით შექმნილ საწარმოს, რეგისტრაციასთან ერთად, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საწარმოს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს უფლება აქვს: ა) განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი; ბ) განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება როგორც სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე, ისე ამ სტატუსის არმქონე საწარმოებისთვის; გ) შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ სატარიფო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსგან; დ) საქმიანობიდან, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით აკრძალული საქმიანობისა, მიიღოს შემოსავალი (მათ შორის, საქართველოში არსებული წყაროდან); ამასთანავე, იგი არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლის 5 პროცენტს.

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ეკრძალება: ა) განახორციელოს საქონლის იმპორტი საქართველოში; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შეისყიდოს საქართველოს საქონელი შემდგომი მიწოდების მიზნით; გ) მომსახურება გაუწიოს საქართველოს საწარმოს/ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში; დ) ჰქონდეს საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობი.

გადასახადის გადამხდელის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან უცხოური საქონლის შესყიდვის შემთხვევაში მყიდველის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ შეიძლება იყოს ამ საქონლის სატარიფო ღირებულებაზე მეტი. ეს შეზღუდვა არ ეხება მყიდველის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლებიც კოდექსით მიეკუთვნება აქტივის ღირებულებას და არ უკავშირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს.

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე. ამასთანავე, განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სავაჭრო კომპანია, სპეციალური, სტატუსი, სარგებლობა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია საერთაშორისო სტატუსის მისაღებად?

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია საერთაშორისო სტატუსის მისაღებად?

ვრცლად

საგადასახადო საბაჟო სამართალი

საგადასახადო საბაჟო სამართალი

ვრცლად

საგადასახადო და საბაჟო სამართალი

საგადასახადო და საბაჟო სამართალი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp