პარლამენტი დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის შესახებ ახალ რეგულაციებს განიხილავს
დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის თაობაზე კანონში („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“) შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში წარდგენილი კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის.
კანონპროექტის თანახმად, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს 2023 წლის პირველ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ; ხოლო იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნებიან არასრულწლოვნები, მოხდება მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მომავალში აღარ ექნებათ ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება.
ამასთან, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება გავრცელდება 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზე, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამასთანავე მნიშვნელოვანია, დაზუსტდეს პირთა წრე, ვისზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება და ამ კუთხით დამატებითი ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
