iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სამკვიდრო ქონების მიღება, მამკვიდრებლის ვალის არსებობისას
იურიდიული სტატია

სამკვიდრო ქონების მიღება, მამკვიდრებლის ვალის არსებობისას

29-11-2022, 18:28 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / მემკვიდრეობა 311 ნახვა
სამკვიდრო ქონების მიღება, მამკვიდრებლის ვალის არსებობისას

მემკვიდრეობა ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მოქალაქეებში მუდმივად აქტუალურია. ადამიანები მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხებით ხშირად მომართავენ იურიდიულ კომპანია "ნაკაშიძე და პარტნიორებ"-ს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად მოქალაქეებმა არ იციან ის დეტალები, რომელთა გათვალისწინებაც მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებში აუცილებელია. ხშირად მოქალაქეებმა არ იციან პროცედურები, რა როგორ უნდა გაკეთდეს, რა განისაზღვრება მემკვიდრეობითი სამართლით; არ იციან ის, რომ გარდა ქონებისა, რომლესაც მემკვიდრეობით იღებებენ, მამკვიდრებლის ვალებიც გადაეცემათ; ასევე არ იცნობებნ მემკვიდრეების რიგითობას, ვინ არის უპირატესი; არ აქვთ წარმოდგენა, რომ შვილები თანაბრად იღებენ ქონებას და ა.შ. ეს ყველაფერი კი, შემდგომში გარკვეულ დავებს წარმოშობს

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მემკვიდრეობის ორისახე– კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. შესაბამისად, არსებობენ კანონით მემკვიდრეები და ანდერძით მემკვიდრეები. თუმცა შესაძლოა, ერთი და იგივე პირი იყოს როგორც კანონით, ამავდროულად ანდერძით მემკვიდრეც. კანონით მემკვიდრეობის დროს, დაწესებულია რიგითობა, რომლის მიხედვითაც გადაეცემათ ქონება მემკვიდრეებს.

კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს:

ა) თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი.

ბ) თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს.

გ)თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი.

კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს მამკვიდრების ქონების გადასვლას მხოლოდ კანონში მითითებულ პირებზე. კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. ასეთ პირთა წრე და რიგითობა ამომწურავად არის განსაზღვრული კანონმდებლობით.

კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი არსებობს. წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობაც კი გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. მაგ: თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალია პირველი რიგის მემკვიდრე და იგი ღებულობს მემკვიდრეობას, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები ვერ მიიღებენ სამკვიდოს. ან თუ პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ და არსებობს მესამე რიგის ერთი მემკვიდრე მაინც, მაშინ მეოთხე რიგის მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდროს.

I რიგის მემკვიდრეები: შვილები (მათ შორის გარდაცვალების შემდგომ დაბადებული), მეუღლე, მშობლები.

II რიგის მემკვიდრეები: და-ძმა

III რიგის მემკვიდრეები: ბებია-პაპა

IV რიგის მემკვიდრეები: ბიძნები, დეიდები და მამიდები

V რიგის მემკვიდრეები: ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი

ერთ რიგში შემავალ მემკვიდრეებს გააჩნიათ თანაბარი უფლება სამკვიდროს მიღებაზე.

მაგ: თუ პირი გარდაიცვალა და მემკვიდრეები არიან მისი ორი შვილი, ცოლი და დედა, მაშინ სამკვიდრო გაიყოფა 4 ნაწილად და შეხვდება ყველა მემკვიდრეს თანაბრად.

იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი რიგის მემკვიდრე არ არსებობს, სამკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

ქონების ფაქტობრივი ფლობა

ქონების ფაქტობრივი ფლობა შეიძლება, სხვადასხვა გზით განხორციელდეს. კერძოდ, ასეთია მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში (რაც უნდა დასტურდებოდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით), რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, ასევე მამკვიდრებლის ნივთების გადატანა (მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში) და შენახვა თავისთან, რათა შემდეგ მოხდეს მისი განაწილება მემკვიდრეთა შორის (მათი არსებობის შემთხვევაში).

ქონების ფაქტობრივ მართვაში იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როდესაც მემკვიდრე ფაქტობრივად არ ფლობს ამ ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებებით დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს. მაგალითად, სამკვიდროს გახსნის შემდეგ იხდის გადასახადებს და ა. შ.

სამკვიდროს გახსნა

მემკვიდრეობის მისაღებად მემკვიდრეებმა მემკვიდრის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, უნდა მიმართონ ნებისმიერ ნოტარიუსს და მოითხოვონ სამკვიდროს გახსნა. სამკვიდროს გახსნისას დგინდება ქონდა თუ არა შედგენილი მამკვიდრებელს ანდერძი. მამკვიდრებელს ქონება ანდერძით შეუძლია გადასცეს როგორც კანონით მემკვიდრეებს, ასევე სხვა პირებსაც.

სამკვიდროს გაცემის წესი

რაც შეეხება სამკვიდროს გაცემის წესს მაშინ, როცა, სახეზეა როგორც კანონით, ასევე ანდერძით მემკვიდრეები, ასეთ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს სავალდებულო წილს, რომელსაც მიიღებენ კანონით მემკვიდრეები, ვისაც ანდერძით მამკვიდრებელმა ქონებიდან წილი არ დაუტოვა. სავალდებულო წილი გულისხმობს, რომ გარდაცვლილი პირის კანონით მემკვიდრეები, პროპორციულად მიიღებენ სამკვიდრო მასიდან იმ ქონების ნახევარს, რომელიც ანდერძის არარსებობის შემთხვევაში შეეძლოთ მიეღოთ.

მემკვიდრეობით მიღებული ქონება და მამკვიდრებლის ვალდებულებები

აქვე აღსანიშნავია, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების მიღება იწვევს გარდაცვლილი პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაკისრებასაც შესაბამისი პროპორციულობით. ასე რომ, შესაძლებელია მემკვიდრეობის სახით მიღებული ქონება გარდაცვლილი პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დასაფარად იქნეს გამოყენებული. ასეთ ვითარებაში, მამკვიდრებელს იცავს კანონი და იგი გარდაცვლილი პირის ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მხოლოდ მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები

იმ პირობებში, როცა საქმე მემკვიდრეობას ეხება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე, განსაკუთრებით კი მემკვიდრეობითი სამართლით განსაზღვრულ ვადებზე, რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა სამკვიდრო ქონების მამკვიდრებლიდან მემკვიდრეებზე გადაცემის პროცესში, ვინაიდან, თუ მემკვიდრეებმა კანონით დადგენილ ვადაში არ გამოხატეს ნება სამკვიდროს მიღებაზე, შემდგომში ისინი კარგავენ მემკვიდრეობის მიღების უფლებას. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, უმჯობესია მიმართოთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ სამართლებრივი მოქმედებები განახორციელოთ კანონის შესაბამისად.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: samkvidro qoneba, mamkvidrebeli, memkvidre, kanonit memkvidre, anderdzit memkvidre, mamkvidreblis vali, samkvidros migeba, samkvidros floba, mamkvidrebelianderdzi, სამკვიდრო ქონება, მამკვიდრებელი, მემკვიდრეობაზე პრობლემა, კანონით მემკვიდრე, ანდერძით მემკვ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვინ არის მემკვიდრე?

ვინ არის მემკვიდრე?

ვრცლად

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

მემკვიდრეობიდან წარმოშობილი სამემკვიდრეო დავები

მემკვიდრეობიდან წარმოშობილი სამემკვიდრეო დავები

ვრცლად

ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები?

ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp