iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ უნდა დაიცვათ თავი პოლიციელის უკანონო ქმედებისგან
იურიდიული სტატია

როგორ უნდა დაიცვათ თავი პოლიციელის უკანონო ქმედებისგან

21-12-2022, 13:02 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სისხლის სამართალი 220 ნახვა
როგორ უნდა დაიცვათ თავი პოლიციელის უკანონო ქმედებისგან

ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციის თანამშრომელი არღვევს მოქალაქის უფლებებს, აჩერებს ქუჩაში, უნებართვოდ შედის საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში. ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გირჩევთ:

ადამიანის პირადი სივრცე, კომუნიკაცია და ხელშეუხებლობა დაცულია კანონით. არავის არა აქვს უფლება ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს ნებართვის (განჩინების) გარეშე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, რაც აგრეთვე, უნდა დაადასტუროს სასამართლომ. გადაუდებელი აუცილებლობაც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს შესაბამისი საფუძვლიანი წინაპირობები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, ნივთიერბის ან სხვა ობიექტის გასაჩხრეკ პირთან შესაძლო არსებობისა. სხვა შემთხვევაში თუ არ აღმოგაჩნდათ უკანონო ობიექტი, სასამართლო არ აღიარებს ჩხრეკას კანონიერად. პოლიციის თანამშრომელმა თუ დაუსაბუთებლად, უბრალოდ პოლიციელის მუნდირის გამოყენებით გაგაჩერათ და არ დაიცვა ზემო აღნიშნული წესი, გაგჩხრიკათ, შეგაყოვნათ, ე.ი მან კანონი უხეშად დაარღვია და შეგიძლიათ გენისპექციაში მის წინააღმდეგ შეიტანოთ საჩივარი.

პოლიციის თანამშრომელს ასევე უფლება არა აქვთ უსაფუძვლოდ გაგაჩეროთ და გადაგიყვანოთ განყოფილებაში, მითუმეტეს მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეწოლა ინფორმაციის მიღების თუ სხვა მიზნით.

მსგავსი წესი მოქმედებს საცხოვრებელ სახლში/ბინაში და სხვა მფლობელობაში (ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება, ავტომანქანა და სხვა) ჩხრეკის ჩატარების დროს. თუ უძრავი ქონების მფლობელი, ავტომანქანის და სხვა ქონების მფლობელი არ არის თანახმა ჩატარდეს ჩხრეკა, მაშინ, აუცილებელია სასამართლოს ნებართვა ან გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთება და ჩხრეკის კანონიერად აღიარება სასამართლოს მიერ. სხვა შემთხვევაში არც პოლიციის თანამშრომელს და არც არავის არა აქვს უფლება უბრალოდაც კი შემოვიდეს თქვენს მფლობელობაში თქვენი თანხმობის გარეშე. მითუმეტეს თუ შემოვიდა პოლიციელი, დაათვალიერა, ხელით შეეხო და გადასინჯა ნივთები, მან უხეშად დაარღვია კანონი.

რჩევის სახით მოგახსენებთ შემდეგს: თუ თქვენ მოსთხოვთ პოლიციის თანამშრომელს, რომ წარმოგიდგინოთ სასამართლოს განჩინება, მაგრამ ვერ წარმოგიდგინათ, შეგიძლიათ უარი უთხრათ როგორც პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე, ასევე არ შეუშვათ მფლობელობაში. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის თანამშრომელი გეუბნებათ, რომ არის გადაუდებელი აუცილებლობა, მაშინ განუმარტეთ რომ თქვენ აუცილებლად მოითხოვთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩხრეკის კანონიერად აღიარების შესახებ. თუ ამდაგვარად დაიცავთ თქვენს უფლებებს, პოლიციის თანამშრომელი ვეღარ გაბედავს მხოლოდ პოლიციელის მუნდირის გამოყენებით თქვენი უფლებების დარღვევას, რასაც ხშირად აქვს ხოლმე ადგილი. როგორც ავღშნიშნე, გადაუდებელ აუცილებლობას გააჩნია გარკვეული სტანდარტი და წინაპირობა, მისი გადაუდებელ აუცილებლობად მიჩნევისათვის. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ დასაბუთდა სასამართლო არ აღიარებს კანონიერად ჩხრეკას.

თუ მოხდა ისე, რომ დაგაკავეს, დაკავებისთანავე შეგიძლიათ მოითხოვოთ ადვოკატი, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ეცადნენ ზეწოლის მოხდენას და დაშინებას იყავით კატეგორიულები და ადვოკატის მოსვლამდე ხელს ნუ მოაწერთ დოკუმენტს, თუ არ იქნებით მის შინაარსში დარწმუნებული.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: policia, policiis ukanono qmedeba, danashauli, adamianis uflebebi, ganchineba, dadgenileba, prokurori, gamomdziebeli, პოლიცია, პოლიციის უკანონო ქმედება, დანაშაული, ადამიანის უფლებები, განჩინება, დადგენილება, პროკურორი, გამომძიებელი, ადვოკატის ნომერი, ცნობ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი უფლებების შესახებ

ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი

ვრცლად

მოქალაქეთა ჩხრეკა

მოქალაქეთა ჩხრეკა

ვრცლად

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?

ვრცლად

რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

ვრცლად

როგორ მოვიქცეთ პოლიციის მიერ "ჩხრეკის"ჩატარებისას

როგორ მოვიქცეთ პოლიციის მიერ "ჩხრეკის"ჩატარებისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp