iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ბინის შეძენისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი დეტალები
იურიდიული სტატია

ბინის შეძენისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი დეტალები

6-12-2022, 18:27 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სახელშეკრულებო სამართალი / მშენებლობის ნებართვა / ქონებრივი დავები / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში 348 ნახვა
ბინის შეძენისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი დეტალები

ბინის შეძენისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი დეტალები.

თუ სასურველი ბინის შერჩევის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეთ ეს ნიშნავს, რომ უკვე იცით სად გსურთ ცხოვრება, გაქვთ განსაზღვრული ბიუჯეტი და დადგენილი საჭიროებები. ახლა დროა გააგრძელოთ მოქმედება და გადახვიდეთ მეორე ეტაპზე. მყიდველს ხშირად უწევს იფიქროს ისეთ დეტალებზე რომელთანაც შეხება აქამდე არ ჰქონია. არადა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კარგად ერკვეოდეს გარკვეულ საკითხებში.

აირჩიეთ სამშენებლო კომპანია

დღეს უძრავი ქონების ბაზარაზე ბევრი სამშენებლო კომპანიაა. იმისათვის, რომ მათ შორის სწორი არჩევანი გააკეთოთ მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია. კომპანიის ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივობა, გამოცდილება, მშენებლობის ხარისხი და კმაყოფილი მობინადრეები, ეს ის ფაქტორებია რომელთა მონაცემებზე დაყრდნობითაც ხშირად მყიდველი იღებს გადაწყვეტილებას. შესაძლოა თქვენს მიერ შერჩეულ ლოკაციაზე ვერ ნახოთ ისეთი კომპანია, რომელიც ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებს დააკმაყოფილებს. ასეთ შემთხვევაში განსაზღვრეთ რომელია მათ შორის თქვენთვის პრიორიტეტული, რომელი კრიტერიუმი იქნება გადამწყვეტი და რატომ.

არსებობს საკითხები როცა მყიდველი ყველაზე მეტად საჭიროებს პროფესონალურ ჩართულობას. მიანდეთ ეს საქმე თქვენს აგენტს, იგი დაადგენს ყველა სამშენებლო კომპანიების არსებობას თქვენს მიერ შერჩეულ ლოკაციაზე. მოგაწვდით ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებზე ინფორმაციას, დაგეხმარებათ ყველაზე მნიშვნელოვანში, მშენებლობის ხარისხის დადგენაში. არც მობინადრეების მოსაზრებებს დატოვებს უყურადღებოდ მათი არსებობის შემთხვევაში. იგი ამას უმოკლეს ვადაში გააკეთებს, ხოლო თქვენ დაზოგავთ დროს, შედეგად გექნებათ საჭირო და ზუსტი ინფორმაცია, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

მოითხოვეთ ხელშეკრულება

კარგად გაერკვიეთ ყველაზე საყურადღებო იურიდიულ საკითხში. შეამოწმეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი, დარწმუნდით, რომ ბინას რომელსაც ყიდულობთ ნამდვილად გამყიდველის საკუთრებაა ან მისი კანონიერი წარმომადგენელის. ასევე, ხომ არ არის დატვირთული იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ. ასეთის არსებობის შემთხვევაში დაადგინეთ იპოთეკის მიზეზი, მოხსნის პირობები და ვადები. დარწმუნდით, რომ ყველა პუნქტი თქვენთვის გასაგებია და ეთანხმებით. გახსოვდეთ, რასაც კომპანია ან ბინის მეპატრონე გპირდებათ იურიდიული თუ ტექნიკური კუთხით ხელშეკრულებაში ჩაწერილი უნდა იყოს. გაითვალისწინეთ, ანგარიშსწორება მოახდინეთ ბანკში. ნუ მოგერიდებათ დასვათ კითხვები და მიმართოთ იურისტს ან თქვენს აგენტს თუ რომელიმე პუნქტი ბუნდოვანია.

განლაგება და აივნის მოცულობა

ბინაში ოთახების განლაგებას შეუძლია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება მყუდრო ან არაკომფორტული გახადოს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწორად არის გათვალისწინებული განათების და განიავების საკითხები. ასეთ დროს გამჭოლი ბინა საუკეთესოა, მაგრამ თუ პატარა ფართის შეძენას ფიქრობთ, შეარჩიეთ მზიანი და ნათელი მხარე. სანამ ბინაში სარემონტო სამუშაოებს შეუდგებით, მოიკითხეთ გათბობის ქვაბის და კონდიციონერის ადგილი.

პარკინგი

მანქანების რაოდენობის გაზრდასთან ერთად საპარკინგე ადგილებიც დაიტვირთა. იმ მიზეზით, რომ შესაძლოა გასაჩერებელი ადგილი ვერ ვნახოთ დღის განმავლობაშიც კი ხშირად უარს ვამბობთ მანქანით გადაადგილებაზე. იმისათვის, რომ სახლში დაბრუნებულებმა თავიდან აიცილოთ მსგავსი უსიამოვნო ფაქტი, დაზოგოთ დრო და ნერვები, დააფიქსირეთ თქვენი მოთხოვნა აგენტთან, უპირატესობა მიანიჭოს იმ საცხოვრებელ ბინას რომელსაც საკუთარი მანქანის გასაჩერებელი ადგილი უკვე აქვს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: binis yidva, nasyidobis xelshekruleba, xelshekrulebis mxareebi, samsheneblo kompania, mxareta valdebulebebi, ბინის ყიდვა, ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მხარეები, სამშენებლო კომპანია, მხარეთა ვალდებულებები, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვისას

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვისას

ვრცლად

რატომ უნდა შეამოწმოთ უძრავი ქონება შეძენამდე?

რატომ უნდა შეამოწმოთ უძრავი ქონება შეძენამდე?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp