იურიდიული სტატია
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ხშირად უწევთ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ საქმის წარმოება.
- იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
- სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთების აღდგენა სხვა საშულებით შეუძლებელია.
- სასამართლო ადგენს იმ ფაქტებს, რომლებზეც არის დამოკიდებული მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. კერძოდ, საქმეები:
- პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ; პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტების დადგენის შესახებ;
- მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ;
- უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;
- მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.
- ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.
შემდეგი ნაბიჯი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
საქართველო
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
კონტაქტი
იტალია
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
