Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სამართალი და თავისუფლება , ზღუდავს თუ არა სამართალი თავისუფლებას?

სამართალი და თავისუფლება , ზღუდავს თუ არა სამართალი თავისუფლებას?


მსოფლიოში ბოლო ათწლეულის მანძილზე სწრაფად განვითარდა საზოგადოების მსოფლმხედველობა სამართლიანობასთან დაკავშირებით  და სწორედ ამიტომაა , რომ დღევანდელ რეალობაში სამართლიანობის მრავალნაირი გაგება არსებობს . აქედან გამომდინარე , შეკითხვას - რა არის სამართლიანობა არ შეიძლება ერთი , უნივერსალური პასუხი ჰქონდეს.  ინტერესი სამართლის მიმართ უძველესი დროიდან მომდინარეობს . ჩვენთვის ცნობილია , რომ სამართალი ეს არის მსოფლიოსთვის მრავალმხრივ რთული და მეტად მნიშვნელოვანი ფენომენი . სამართალი ოდითგანვე განიცდიდა განვითარებას  ცივილიზაციის მოთხოვნების შესაბამისად. საზოგადოებას შორის არსებული დაძაბულობის და უთანასწორობის აღმოფხვრისთვის სწორედ სამართლიანობის დამყარება იყო  მიზანშეწონილი. ამ მიზნით ქვეყნები თავიანთი წყობის , პოლიტიკური თუ სოციალური სისტემის შესაბამისად იღებდნენ სხვადასხვა კანონს  , რითაც წესრიგდებოდა როგორც საშინაო , ისე საგარეო ურთიერთობანი . რომ გადავავლოთ თვალი ისტორიას,  გაგვახსენდება  ხამურაბის კანონთა კრებული  , რომელიც  საჭიროზე მეტად ზღუდავდა  ადამიანთა ძირითად უფლებებსა  და თავისუფლებებს, შემდგომ უკვე როდესაც განვითარდა სამართალშემოქმედება, საზოგადოებრივი წყობა და ხალხს გაუჩნდა შინაგანი პროტესტი  , ხელისუფლება იძულებული გახდა ისეთი პოზიტიური სამართალი დაემკვიდრებინა ქვეყანაში , რომლითაც გარანტირებული იქნებოდა ხალხის თავისუფლება , როგორც მათი ბუნებით მინიჭებული უფლება - თავისუფლება . აქედან გამომდინარე , ჩნდება კითხვა რა ურთიერთკავშირია სამართალსა და თავისუფლებას შორის? სამართალი თავისი გაგებით მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებასთან და იგი მთავარი ინსტრუმენტია პიროვნების თავისუფლების რეალიზაციისთვის.

ადამიანებს ღრმად გვწამს, რომ სამართალი სამართლიანობის მისაღწევად შეიქმნა და სამართალი არაფერია თუ არა თავად სამართლიანობა. თუმცა საქმე ასე მარტივადაც არაა. მოგეხსენებათ , საზოგადოება საკმაოდ ,,ჭრელად’’ მოაზროვნე ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული და აქ რთულია აზრები და შეხედულებები დავამთხვიოთ თუნდაც ერთსა და იმავე საკითხზე. დაგვეთანხმებით  პირველი ასოციცაცია , რასაც იწვევს სამართალი არის სამართლიანობა. სამართლის სისტემა  ზოგადად სამართლიანია , მაგრამ სამწუხაროდ არა ყველა შემთხვევაში , რადგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, იქიდან გამომდინარე , რომ თითოეული ადამიანი სამართლიანობას თავისებურად აღიქვამს.

თანამედროვე სამყაროში საზოგადოების აზროვნება მეტად განვითარებულია გასულ საუკუნეებთან შედარებით. დროთა განმავლობაში შეიცვალა მსოფლმხედველობა რიგ საკითხებთან მიმართებაში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საკითხია თავისუფლების არსი.  იmისდა გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში მხოლოდ ერთი აზრი არაა დამკვიდრებული და თითოეული ინდივიდი თავისებურად აზროვნებს , მოცემული თემის შესახებაც მრავალი შეხედულება თუ მოსაზრებაა ჩამოყალიბებული.

ზოგადად თავისუფლება პოლიტიკურ , რელიგიურ , ეთიკურ ჭრილში რადიკალურად განსხვავებული ნიშნებით ხასიათდება. ამჯერად ჩვენ უნდა გავაანალიზოთ თავისუფლება სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა ჭრილში. თავისუფლება ეს არის ინდივიდის არჩევანის საშუალება , აკეთოს ის რაც მას შეუძლია და რა თქმა უნდა  მის და სხვა უფლებებს არ შელახავს. არჩევანის გაკეთების შეუძლებლობა ფაქტობრივად თავისუფლების არქონას ნიშნავს.  თუმცა აქ საყურადღებოა ერთი გარემოება, თავისუფლება თვითნებობაში , რომ არ გადაიზარდოს მასაც გააჩნია გარკვეული ლიმიტი , ესეიგი თავისუფლება აბსოლუტურ უფლებად არ გვევლინება.  ქვეყანაში მოქმედი პოზიტიური სამართალი განსაზღვრავს და უზრუნველყოფს თავისუფლებას. ,,ადამიანური თავისუფლების რეალიზაციაში ეფექტური როლი ეკუთვნის კონტინენტური ევროპის , ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოში სამოქალაქო კანონებს (ნაპოლეონის კოდექსს), 1900 წლის გერმანიის სამოქალაქო დებულებებს.’’  სწორედ სამოქალაქო კანონები არის ის მთავარი ფაქტორი , რომელთა დახმარებით ხდება თავისუფლების , დემოკრატიული და სამართლებრივი კულტურის ფაქტობრივად რეალიზაცია მოქალაქეთა ყოველგდღიურ ცხოვრებაში. ამასთანავე,იურიდიული საშუალებების დახმარებით უზრუნველყოფილი იქნას თანამედროვე თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება. თავისუფლება სამოქალაქო სამართლებრივ საზოგადოებაში არის მხოლოდ ერთადერთი წარმონაქმნი , რომელსაც უნარი აქვს პრაქტიკულ ურთიერთობებში ოპტიმალურად განსაზღვროს და დაიცვას ადამიანთა უფლებათა საზღვრები , მისი თავისუფლება. ადამიანები ყოველთვის ემორჩილებოდნენ ხელისუფლებას ისტორიულად , ამის მიზეზი   ნაწილობრივ იყო ჩვევა ვინაიდან  სახელწმიფო ყოველთვის არსებობდა, ხელისუფლება ყოველთვის არსებობდა, ადამიანები მათ ყოველთვის ემორჩილებოდნენ და ადამიანები აკეთებდნენ იმას , რასაც სხვები აკეთებდნენ. არ შეიძლება და ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია იძულებითი წესრიგის ხარჯზე  ინდივიდების  უფლებების შეზღუდვა. ჩვენდა გასაოცრად , იძულებითი წესრიგი არსებობს დიქტატორულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებშიც , თუმცა, რა თქმა უნდა , აღნიშნულ წესრიგს არ აღვიქვამ ჭეშმარიტებად. დიქტატორულ სახელმწიფოში ისედაც ილახება ადამიანების უფლებები და თავისუფლებები , ამას კიდევ  ემატება სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებული იძულებითი წესრიგი და  აშკარაა რომ ადამიანის ღირსეული ყოფის ჩამოყალიბებას არ ემსახურება. რატომ უნდა მოვერგოთ მის მიერ ჩამოყალიბებულ იძულებით წესრიგს? იქნებ სწორედ ამით გვეზღუდება ჩვენ თავისუფლება? ეს კითხვა თითოეულ ადამიანს შეიძლება დაებადოს  და სწორედ ამიტომაა რომ  ინტერესთა კონფლიქტი ამ საკითხის ირგვილი განსაკუთრებით ხშირია. მოგეხსხენებათ , რომ სამართალი ხელს უწყობს განსხვავებული ინტერესების ურთიერთშეთანხმებას და ასრულებს კონფლიქტს თავიდან აცილების , ანუ პრევენციის ფუნქციას. ,, საზოგადოებას , სადაც თითოეული მოქალაქე  ცდილობს დაამკვიდროს ,,საკუთარი სამართალი’’ , ემუქრება ქაოსის მუდმივი საფრთხე’’ .  იმისთვის , რომ აღნიშნული ქაოსი სახელმწიფოში არ წარმოიშვას და ადამიანებს არ ჰქონდეთ უსამართლობის შეგრძნება , საჭიროა მთავრობის კანონიერება , ლეგიტიმურობა. შეუძლებელია თითოეული ადამიანის თვალში მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული სამართალი ლეგიტიმური იყოს  იქიდან გამომდინარე , რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია  და საკმაოდ რთულია რომ სახელმწიფო თითოეული ადამიანის შეხედულებებს მოერგოს. ,,თავისუფლება ნიშნავს ყველაფრის უფლებას , რაც არ ვნებს სხვას’’. თავისუფლება სამართლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა  და სწორედ იძულებითი წესრიგის ხარჯზეა ადამიანი თავისუფალი. რატომ? ის რომ ქუჩებში თავისუფლად ვსეირნობთ , ეს სწორედ იძულებითი წესრიგის დამსახურებაა , ის რომ გარეთ გასვლის არ გვეშინია , ესეც  იძულებითი წესრიგის დამსახურებაა , ის რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ნებისმიერი რამ , რაც დაცულია გამოხატვის თავისუფლებით  სწორედ იძულებითი წესრიგის დამსახურებაა . გვახსოვდეს ის , რომ შეგვიძლია ყველაფერი ვაკეთოთ , თუკი ჩვენი ქმედება არ ქმნის ძალადობის პირდაპირ , აშკარა და არსებით საფრთხეს.  არ არსებობს მიზანი ან ინტერესი , რომლის დაცვის მოტივითაც ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა თავი იმართლოს ადამიანის უფლებების დარღვევისას.  აქედან გამომდინარე , შეგვიძლია  დავასკვნათ , რომ ხელისუფლება სწორედ ადამიანის უფლებების არსითა და ფარგლებით არის შეზღუდული. ამ უკანასკნელს აქვს უშუალო ვალდებულება , შექმნას ყველა ის პირობა თავისუფლებებით სრულყოფილად სარეგებლობის და მათი ეფექტური დაცვისთვის. სწორედ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს მამოძრავებელი ძალა.ღირებულებათა კონფლიქტის დროს , შეიძლება გამართლებული აღმოჩნდეს. მაგალითად : მიმოსვლის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ თავისუფლებებში ჩარევის ნებადართულობა არ გულისხმობს მათში ჩარევის გამართლებულობას ნებისმიერ გარემოებაში. ჩარევა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის საფუძველზე , რომელიც მხოლოდ კანონიერი მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს. ასევე , ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი უნდა იყოს თავისუფლებაში ჩარევის გარეშე , ხოლო ჩარევის ღონისძიება უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს , რაც იმას გულისხმობს რომ  სახელმწიფო მინიმალურად უნდა ერეოდეს ადამიანის უფლებებში და ჩარევის პროპორციული უნდა იყოს მიზნის მისაღწევად საჭირო მექანიზმი , სამართალი  იცავს საზოგადოებას და ასრულებს გარკვეულწილად რეპრესიულ ფუნქციას. აშინებს რა სასჯელით , იცავს სიკეთეს და ამ გზით ინარჩუნებს მორალური სამართლიანობის ხელშეუხებლობას. იურიდიული სამართლიანობა კონფლიქტებს აგვარებს მშვიდად , დავა წყდება არა ძლიერის სასარგებლოდ ან პირადი შეხედულებისამებრ , არამედ სამართლის მოთხოვნების საფუძველზე , რაც დამეთანხმებით , თავისუფლების შეზღუდვასთან არანაირ კავშირშია. სამართალი ადგენს მოქმედების ზღვრულ თავისუფლებას , თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ზღუდავს თავისუფლებას. როგორც ვთქვით , აბსოლუტური თავისუფლება ვერ იარსებებს , რადგან ,,მუშტის მოქნევის თავისუფლება იქ მთავრდება , სადაც სხვისი ცხვირი იწყება’’


გამოყენებული ლიტერატურია - 

ავტორთა კოლექტივი ,,შესავალი საკონსტიტუციო სამართალში’’ ; გამომცემლობა მერიდიანი , თბილისი 2016. 

გ.ხუბუა ; ,,სამართლის თეორია ‘’ ; თბილისი 2015წ 

საქართველოს კონსტიტუცია ; თბილისი 2018წ. 

http://tolerantoba.ge/index.php?id=1281619775&kat=283


ავტორები -  ანა კალანდაძე და თეკლა კობახიძე


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები