iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა პროცედურებია საჭირო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქორწინება იტალიაში სურთ
იურიდიული სტატია

რა პროცედურებია საჭირო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქორწინება იტალიაში სურთ

26-06-2025, 16:28 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ემიგრანტები იტალიაში 24 ნახვა
რა პროცედურებია საჭირო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქორწინება იტალიაში სურთ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ კანონიერად გააფორმონ ქორწინება იტალიაში, როგორც იტალიური სამოქალაქო ცერემონიით, ასევე რელიგიური რიტუალით, რომელიც მოქმედებს სამოქალაქო მიზნებისთვის.

ქორწინების მოთხოვნის მეთოდი:

  • თუ უცხოელი წყვილიდან ერთ-ერთს, იტალიაში აქვს „რეზიდენცა“ (ბინაზე ჩაწერა), ან დროებითი საცხოვრებელი მისამართი - (Domicilio, რომელიც არ საჭიროებს რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ოფისებში), საჭიროა, წყვილმა წარმოადგინოს სხვა ქორწინებაში არყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოითხოვება წარმოშობის ქვეყნიდან ლეგალიზაციით და აპოსტილით დამოწმებული.
  • როდესაც მეუღლეები უცხოელები არიან, არც „რეზიდენცა“ აქვთ და არც დროებითი მისამართი იტალიაში, ნაცვლად იმისა, რომ წარმოადგინონ ქორწინების აკრძალვის მიზეზთა არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჭიროა კომუნაში (ქალაქის მერია) (ufficio dello stato civile), ქორწინებამდე სულ მცირე სამი დღით ადრე, გააკეთონ მოხსენება, რომელშიც განაცხადებენ, რომ მათ შორის არ არსებობს დაბრკოლებები და ხელის შემშლელი ფაქტორი (სამოქალაქო კოდექსის 85, 86, 87 და 88 მუხლების თანახმად);

უცხოელ მოქალაქეებს,რომლებმაც არ იციან იტალიური ენა, აუცილებლად დასჭირდებათ თარჯიმანი, რომელიც დაეხმარება ქორწინების დროს ფიცის დადებაში.

განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ვინაიდან ქორწინების ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება წარმოშობის ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით, იტალიაში უცხოელის ქორწინების აღნიშვნის ფუნდამენტური დოკუმენტი არის "nulla osta", გაცემული იტალიის სამოქალაქო კოდექსის 116 -ე მუხლის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ.

ავტორიზაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • მითითება იმისა,რომ არ არსებობს დაბრკოლებები ქორწინებაზე წარმოშობის ქვეყნის კანონების შესაბამისად;
  • გვარი და სახელი;
  • დაბადების ადგილი და თარიღი;
  • მამის ვინაობა;
  • დედის ვინაობა;
  • მოქალაქეობა;
  • რეზიდენცია (თუ მოქალაქე რეგისტრირებულია იტალიის მუნიციპალიტეტის რეესტრში, მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რეზიდენცა, ხოლო თუ მოქალაქე არ არის რეგისტრირებული რომელიმე იტალიურ რეესტრში, მითითებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის რეზიდენცია);
  • ოჯახური მდგომარეობა (გაუთხოვარი, ქვრივი, ან განქორწინებული) განქორწინებული პირისთვის საჭიროა ქორწინების დაშლის თარიღი, ქვრივისთვის კი წინა მეუღლის გარდაცვალების თარიღი, ხოლო ორივესთვის, თუ ისინი არიან თავისუფლები (განქორწინებულები ან დაქვრივებულები), 300 დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში, საჭიროა სასამართლოს ავტორიზაცია (სამოქალაქო კოდექსის მუხლი -116 გ .2 და 89).

შენიშვნა: თუ ავტორიზაცია არ შეიცავს მშობლების დეტალებს, უნდა იყოს წარმოდგენილი დაბადების მოწმობა.
ყველა დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება წარმოშობის ქვეყნიდან, უნდა იყოს ლეგალიზებული და აპოსტილით დამოწმებული. აპოსტილის მოქმედების ვადა არ აღემატება 6 თვეს, ამიტომ გასათვალისწინებელია ვადები განაცხადის შეტანიდან ქორწინების დაგვირგვინებამდე.

ქორწინების მოწმობა შეიძლება გაიცეს იტალიაში წარმოშობის ქვეყნის საელჩოს, ან საკონსულო ორგანოს მიერ, რომლის ხელმოწერა უნდა იყოს ლეგალიზებული პრეფექტურაში იმ სახელმწიფოებისთვის, რომლის წარმომადგენლებიც არიან დაქორწინებული წყვილები.

ქორწინების მოწმობის რეგისტრაციისთვის აუცილებელია:

  1. მოქმედი პასპორტი;
  2. ქორწინების გაფორმება, ან დამოწმება სახელმწიფოებს შორის კონკრეტული კონვენციებით / შეთანხმებებით;
  3. თარჯიმნის დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ორიგინალი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: რა პროცედურებია საჭირო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქორწინება იტალიაში სურთ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დაბადების რეგისტრაცია

დაბადების რეგისტრაცია

ვრცლად

ქორწინების რეგისტრაცია საკონსულოში

ქორწინების რეგისტრაცია საკონსულოში

ვრცლად

Nulla Osta - ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ

Nulla Osta - ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ

ვრცლად

დაბადების მოწმობა / დაბადების პირველადი მოწმობა უფასოა

დაბადების მოწმობა / დაბადების პირველადი მოწმობა უფასოა

ვრცლად

ოჯახური დავები-ხშირად წამოჭრილი საკითხები

ოჯახური დავები-ხშირად წამოჭრილი საკითხები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp