Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა


ჩემია თუ შენია? რაც შენია - ჩემია!


‘’ქორწინების შემდეგ შევიძინეთ ქონება, მაგრამ მე ვიხდიდი ფულს“ …….


‘’მიდი და მიმტკიცე ეხლა მთელი დღე დივანზე იჯდაო’’….


‘’ქონება ჩემია, რადგან არასრულწლოვანი ბავშვები ჩემთან რჩებიან’’.....


ალბათ არაერთხელ გსმენიათ მსგავსი ფრაზები, როდესაც მეუღლეებს შორის საქმე განქორწინებასა და თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას ეხება. როგორია კანონი და სასამართლო პრაქტიკა აღნიშნულ საკითხზე ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გვესაუბრება.


1. როდესაც მეუღლე დიასახლისია, უძღვება საოჯახო საქმიანობას და არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი,  შეუძლია თუ არა მოითხოვოს მეუღლისგან, თანაცხოვრებისას შეძენილ ქონებაზე წილი?

დიახ. კანონის მიხედვით, თანასაკუთრებად ჩაითვლება ასევე, ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.


2. როდესაც ერთ-ერთი მეუღლე იმყოფება ემიგრაციაში (მაგალითად იტალიაში) და შეიძინა მის სახელზე ბინა და ასევე აქვს პირადი დანაზოგი, საქართველოში მყოფ უმუშევარ მეუღლეს  თუ აქვს უფლება ,მოსთხოვოს წილი შეძენილი ბინიდან და პირადი დანაზოგიდან?

დიახ აქვს უფლება, იმ შემთხვევაში თუკი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ემიგრაციაში მყოფ პიროვნებასთან და უძღვება საოჯახო მეურნეობას.

გაითვალისწინეთ! საქართველოში ოფიციალურ ქორწინებში მყოფ მეუღლეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს განქორწინება და თანაცხოვრებისას შეძენილი ქონების გაყოფა სასამართლოს გზით.


3. საქართველოში ჩამოსვლის გარეშე, შეუძლიათ თუ არა იტალიაში მყოფ ემიგრანტებს მიიღონ ნებისმიერი იურიდიული მომსახურება: მათ შორის განქორწინების, ქონების გაყოფის, მემკვიდრეობის, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ. 

დიახ, იტალიაში მყოფი ემიგრანტებისათვის შესაძლებელია ნებისმიერი იურიდიული მომსახურების მიღება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე. 

ჩვენი ადვოკატები თავად უზრუნველყოფენ თქვენი  საქმის წარმოებას სასამართლოში და ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში, ასევე დაიცავენ თქვენს ინტერესებს მინდობილობის საფუძველზე როგორც საქართველოში ასევე იტალიაში. 
მომსახურების მიღება შეგიძლიათ როგორც დისტრანციურად, ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ ადგილზე იტალიაში ჩვენს ფილიალში. მისამართი: ქალაქი ბარი, ნიკოლა ბალენძანოს მოედანი 12ა.


4. როდესაც ერთ-ერთი მეუღლე იმყოფება ემიგრაციაში (მაგალითად იტალიაში) და სურს განქორწინება საქართველოში მყოფ მეუღლესთან, რომელიც თანახმა არ არის განქორწინებაზე. იტალიაში მყოფ ემიგრანტს შეუძლია განქორწინება მეუღლის თანხმობის გარეშე?

აუცილებელია იტალიაში მყოფი ემიგრანტის ჩამოსვლა საქართველოში განქორწინებისა და ქონების გაყოფისას?

დიახ, იტალიაში მყოფ ემიგრანტს შეუძლია განქორწინება მეუღლის თანხმობის გარეშეც. განქორწინებისათვის საქართველოში ჩამოსვლა სავალდებულო არ არის. განქორწინების საქმისწარმოება შესაძლებელია მოხდეს დისტანციურად.
კანონის მიხედვით: განქორწინება თითოეული მეუღლის უფლებაა, იმ შემთხვევაში თუ ერთი მხარე წინააღმდეგია მეორე მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ადვოკატის დახმარებით და მოითხოვოს  განქორწინება და ქონების გაყოფა.


5. თუკი ქორწინება რეგისტრირებული არ იყო და გაქვთ მხოლოდ ჯვრისწერის დამადასტურებელი მოწმობა, შეგიძლიათ თანაცხოვრებისას შეძენილ ქონებაზე წილის მოთხოვნა?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეუღლეებს შორის უფლებებსა და ვალდებულებებს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს, კანონი რელიგიურ ქორწინებას არ ანიჭებს მნიშვნელობას, ეს უნდა იყოს კანონით დადგენილი და რეგისტრირებული ქორწინება. ჯვრისწერის დამადასტურებელი მოწმობა არ წარმოშობს მეუღლეთა სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს, რადგან რელიგიური ქორწინება არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქორწინება.

თუმცა მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არსებობს უზენაესი სასამართლოს განსხვავებული პრაქტიკაც, როდესაც პიროვნება არ იმყოფებოდა  სამოქალაქო ქორწინებაში, მაგრამ მოხდა ქონების გაყოფა. თუმცა აღნიშნული პრაქტიკა სავალდებულო ძალის არ არის.


6. იმ შემთხვევაში თუკი ბინა ქორწინებამდეა შეძენილია სესხით  და წყვილმა იპოთეკური სესხი  ქორწინების შემდეგ დაფარა, როგორ გაიყოფა ქონება?

სამოქალაქო კოდექსის ნორმით, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს თანასაკუთრებად, თუ დგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გარკვეული ხარჯების გაწევის შემდეგ, ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. უნდა დადგინდეს ამ შემთხვევაში ის, რომ მეუღლემ, რომელსაც ეს ბინა არ შეუძენია, მონაწილეობდა სესხის დაფარვის პროცესში და ეს სესხი გადახდილია მეუღლეების მიერ ერთობლივად.


7. განქორწინებისას როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ქონების გაყოფის დროს ქონებას მალავს ან ასხვისებს, აჩუქებს თანაცხოვრებისას შეძენილ ქონებას… როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მეორე მხარე?

საერთო ქონების განკარგვას სჭირდება მეუღლეთა შეთანხმება, თუმცა თუ თანასაკუთრება რეგისტრირებული არ არის, ამ შემთხვევაში შეიძლება ქონება გაასხვისოს ერთ-ერთმა მეუღლემ დაუკითხავად და მეორე მეუღლე ვერ მოითხოვს ამ გარიგების ბათილად მიჩნევას იმ მოტივით, რომ არ იცოდა ამის შესახებ, ან არ ეთანხმება გარიგების პირობებს. 
სასამართლოში იდავებს იმ შემთხვევაში, თუ ეს იყო თვალთმაქცური გარიგება და გაბათილდება თუკი შეძლებს აღნიშნულის დამტკიცებას. 

თუკი ფიქრობთ რომ თქვენი მეუღლე აპირებს მსგავსი პროცედურის განხორციელებას, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს უზრუნველყოფის ღონიძიების სახით და მოითხოვოთ აკრძალვის დადება ანუ შეზღუდვა თანაცხოვრების დროს შეძენილი უძრავი/მოძრავი ქონების გასხვისებაზე, რომელსაც დაჩქარებულად განიხილავს სასამართლო (24 საათის განმავლობაში) და შემდეგ გააგრძელებთ არსებით დავას სასამართლოში.


 
8. მაგალითად, წყვილი აპირებს განქორწინებას და ერთ-ერთმა მეუღლემ გაასხვისა მის სახელზე რეგისტრირებული თანაცხოვრებისას შეძენილი ბინა და ავტომანქანა. მეორე მხარეს შეუძლია თუ არა იდავოს ბინის და ავტომანქანის დაბრუნებაზე?

იდავებს იმ შემთხვევაში, თუ ეს იყო თვალთმაქცური გარიგება და გაბათილდება, თუკი შეძლებს აღნიშნულის დამტკიცებას სასამართლოში. 

თუკი თვალთმაქცური გარიგება არაა და ნამდვილად გაყიდა ერთ-ერთმა მეუღლემ ბინა და ავტომანქანა, ამ შემთხვევაში მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი წილი. მაგალითად, თუ ბინა გაყიდა 100.000 ლარად, მეორე მხარე მოითხოვს 50.000 ლარს.
მაგალითად, თუ ავტომანქანა გაიყიდა 30.000 ლარად, მეორე მხარე მოითხოვს 15.000 ლარს. 

გაითველისწინეთ! განქორწინების შემთხვევაში არსებობს ხანდაზმულობის ვადა – განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში შეიძლება მოითხოვოს პირმა საერთო ქონების გაყოფა.


9. თუკი ერთ-ერთმა მეუღლემ, რეალურად გააჩუქა  თანაცხოვრებისას შეძენილი ბინა და ავტომანქანა და ეს არ იყო თვალთმაქცური გარიგება? 

მსგავს სიტუაციაში მეორე მეუღლეს  შეუძლია იდავოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვინაიდან თანასაკუთრება გააჩუქეს მასთან შეთანხმების გარეშე, რადგან კანონი პირდაპირ ამბობს, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების მიერ ქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება არის თანასაკუთრება.


10. როგორ ხდება ქონების გაყოფა, როდესაც მეუღლეების გარდა მშობლებიც არიან თანამესაკუთრეები?

თუკი წყვილმა ქორწინების შემდეგ შეიძინა ბინა, მაგრამ თანამესაკუთრეები მშობლებიც არიან, მაშინ მათ შორის წილი თანაბრად გაიყოფა.


11. თანაცხოვრებისას შეძენილი ქონების გაყოფისას, ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩება შემდეგი ქონება:

ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; 
ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით;
გ) ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით;
დ) პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.

გაითვალისწინეთ! ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება თანასაკუთრებად შესაძლოა გადაიქცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შემდეგ ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.


12. ქორწინებამდე მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებულ ბინაზე, შეუძლია თუ არა მეორე მეუღლეს წილის მოთხოვნა?

ჩუქებით და მემკვიდრეობის გზით მიღებული ქონება არ იყოფა განქორწინების დროს. ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინებამდე, ის არ ექვემდებარება გაყოფას.

გაითვალისწინეთ! ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება თანასაკუთრებად შესაძლოა გადაიქცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შემდეგ ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.


13. როდესაც განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი შვილები დედასთან ცხოვრობენ, ქონების გაყოფისას მეტი წილი ეკუთვნის თუ არა დედას ბავშვების გამო?  

კანონის მიხედვით, მშობლებს აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ, თუმცა სასამართლო პრაქტიკა ითვალისწინებს დედასთან ბავშვის მიჯაჭვულობის კომპონენტს. ასევე გააჩნია ინდივიდუალურ ფაქტორებს: რომელ მშობელს აქვს ბავშვის ცხოვრებისთვის უკეთესი გარემო და პირობები, სადაც გადამწყვეტია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა.

მას შემდეგ რაც განისაზღვრება თუ ვისთან უნდა იცხოვროს არასრულწლოვანმა, შემდეგ ხდება  წილის გაყოფა და ამას სასამართლო ინდივიდუალურად აფასებს.


14. რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი ერთ-ერთ მეუღლეს სესხი აქვს აღებული? მაგალითად 250 000 ლარის ოდენობით?

თანასაკუთრების გაყოფისას ასევე ნაწილდება ვალდებულებები. ვალის გაყოფა ხდება მიკუთვნებული წილის პროპორციულად, კანონის მიხედვით ვალიც თანაბრად უნდა გაიყოს, მოცემულ შემთხვევაში 125 000 ლარი.  საერთო ვალები ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებული ვალი გაიყოფა თანაბრად. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ თანხა გამოყენებულ იქნა ოჯახის ინტერესებისათვის.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები