iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება დადებითი დასკვნა და პრეზიდენტის ბრძანებულება
იურიდიული სტატია

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება დადებითი დასკვნა და პრეზიდენტის ბრძანებულება

15-03-2024, 19:19 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / წარმატებული საქმეები / სიახლე 595 ნახვა
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება დადებითი დასკვნა და პრეზიდენტის ბრძანებულება

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება დადებითი დასკვნა.


იურიდიული კომპანია ნაკაშიძე და პარტნიორები-ს ადვოკატის მორიგი წარმატება, სწორად განსაზღვრული სტრატეგია და კვალიფიციური ადვოკატების რჩევები მნიშვნელოვანია, საქმის წარმატებით დასრულებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

სახელმწიფო ინტერესის საკითხის შეფასების მიზნით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს:

  • სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს/განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც საქართველოს ეკონიმიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს/შეიტანა;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.

    გაითვალისწინეთ: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, მოქალაქეობის საკითხთა კომისია უფლებამოსილია სხვა ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე.

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, სრულწლოვანმა დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

სრულწლოვანი პირზე საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა (თუ სრულწლოვანი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
  • საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
  • ფოტოსურათი.
  • მომსახურეობის გადახდის დამატასტურებელი ქვითარი.
  • თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ახორციელებს (ან განახორციელა) ინვესტიციას, არის წარმატებული სპორტსმენი, მეცნიერი ან ხელოვნების მოღვაწე - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს მოქალაქეობის, მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, მოქალაქეობის მინიჭება, მოქალაქეობის მინიჭებაა, საგამონაკლისო წესით, დადებითი დასკვნა, პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს მოქალაქეობ, საქართველოს მოქალაქეობა, saqartvelos moqalaqeoba
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება დადებითი დასკვნა

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება დადებითი დასკვნა

ვრცლად

სრული ინფრორმაცია ბინადრობის და საქართველოს მოქალქეობის შესახებ

სრული ინფრორმაცია ბინადრობის და საქართველოს მოქალქეობის შესახებ

ვრცლად

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში

ვრცლად

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

ვრცლად

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp