iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა
იურიდიული სტატია

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

17-11-2023, 16:08 ადვოკატი / Advokati | lawyer / წარმატებული საქმეები / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 182 ნახვა
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლობით ორგანიზებული ჩემპიონატის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - რობინ დანიგანმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ.

“ჩემპიონატი, რომელიც დღეს იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით. საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით პროკურატურისა და პროკურორების რესურსების გასაძლიერებლად, რადგან ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილული საქმეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ამ მიზნით, პროკურატურაში შევქმენით სპეციალიზებული დეპარტამენტი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ძალიან აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი პროკურორების გადამზადებას, რათა რაც შეიძლება მეტ პროკურორს ჰქონდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფარგლებში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანად განსახორციელებლად.” - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება და მასში 12 უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი გუნდებისთვის როგორც შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს მოიცავს.

პროექტისთვის თითოეული უნივერსიტეტი დაცვისა და ბრალდების ორ გუნდს, ასევე, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას წარადგენს, რომელიც სხვა ფაკულტეტების 12 სტუდენტისაგან იქნება დაკომპლექტებული.

კონკურსში მონაწილე გუნდებს იმიტირებული პროცესებისთვის კვალიფიციური ფასილიტატორები მოამზადებენ. მათი შეფასების საფუძველზე გამოვლენილი ოთხი საუკეთესო გუნდი (ორი რეგიონებიდან და ორი თბილისიდან) კი ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

დასკვნითი ეტაპი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება, რომელსაც მოქმედი მოსამართლეებისგან, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის ფინალისტებს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პროკურატურის ტრენერები მოამზადებენ.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად, საპილოტე ფორმატში იმართება, მომავალში კი ჩემპიონატის ყოველწლიურად ჩატარებაა დაგეგმილი.

ვიდეო იხილეთ აქ: ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ნაფიც, მსაჯულები, ნაფიც მსაჯულები, იმიტირებული სასამართლო, ეროვნული ჩემპიონატი, პროცურატურა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს პროცურატურა, saqartvelos procuratura, procuratura, advokatta asociacia, nafic msajulebi, nafic, msajulebi
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას იწყებს

საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო

ვრცლად

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

ვრცლად

სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გასაჩივრების წესი და ვადები

სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გასაჩივრების წესი და ვადები

ვრცლად

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე ბენჩ-ბარი ჩატარდა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე ბენჩ-ბარი ჩატარდა

ვრცლად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp