საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბატონი დავით ასათიანის განცხადება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბატონი დავით ასათიანის განცხადება.
''იურიდიული პროფესიის სანდოობის მნიშვნელოვან სირთულედ იქცა თვითმარქვია, ვითომ „ადვოკატების“ მონაწილეობა პირველი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოებისას. საკანონმდებლო დაშვების გამო, სასამართლო განხილვის უმთავრეს ეტაპზე, მხარეთა წარმომადგენლებად გვევლინებიან აბსოლუტურად მოუმზადებელი ადამიანები; მათ შორის, უმეტესობას საერთოდ არ აქვს უმაღლესი განათლება, ზოგს საეჭვო წარმომავლობის იურისტის დიპლომი უპყრია ხელთ, არაერთი მათგანი მრავალგზის ნასამართლევია, არაფერს ვამბობ ეთიკისა და ელემენტარული ზრდილობის ნაკლებობაზე საქმის განხილვის დროს.
იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი ყურადღებით განიხილავს ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას და ეყოფა პოლიტიკური ნება წერტილი დაუსვას 90-იანი წლებიდან დაწყებულ მახინჯ პრაქტიკას, როცა იოლი მატერიალური სარგებლის მაძიებელ ნებისმიერ მოინტრიგნო ელემენტს შეუძლია ადვოკატად გაასაღოს თავი და წარმოადგინოს მხარე 1-ლი ინსტანციის სასამართლოში.
ამით თავიდან იქნება აცილებული, არაკეთილსინდისიერი და უვიცი წარმომადგენლის მხრიდან მხარისათვის სავალალო შედეგის დადგომა და გაიზრდება მართლმსაჯულების როგორც ხარისხი, ისე რეპუტაცია.
P.S. და თუკი ვინმეს სურვილი აქვს აწარმოოს იურიდიული პრაქტიკა, კეთილი უნდა ინებოს, მოიხსნას ინტრიგანის ცისფერი სათვალეები, მეტი იმეცადინოს, ჩააბაროს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გააგრძელოს საქმიანობა, როგორც ამას აკეთებს მრავალი კეთილსინდისიერი იურისტი საქართველოში'' - დავით ასათიანი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
