ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნების დადგენის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №59
2023 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი
მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნების დადგენის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 21-ე მუხლის „მ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ6” ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1 დამტკიცდეს „მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნები“ თანდართული სახით.
მუხლი 2 მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვამ ან/და მომსახურების გაწევამ არ უნდა შეზღუდოს მომხმარებელი, რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში, იგივე სადაზღვევო პროდუქტი ან/და მომსახურება მიიღოს სარეწში.
მუხლი 3 ამ ბრძანებით დამტკიცებული ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნები მზღვეველებმა/სადაზღვევო ბროკერებმა დააკმაყოფილონ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან.
მუხლი 4 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი
სრულად იხილეთ აქ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
