iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი დაამტკიცა
იურიდიული სტატია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი დაამტკიცა

29-11-2023, 14:43 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / სიახლე 115 ნახვა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი დაამტკიცა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი მიიღო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შედის. ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სტანდარტი ნოვაციაა სამოქალაქო ავიაციის სფეროში და მისი ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვით, სააგენტო პირველად ახდენს გარემოზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის საკითხის რეგულირებას.

წესი შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართით გათვალისწინებული სტანდარტის (CORSIA) შესაბამისად და მისი მიზანია საერთაშორისო ფრენებზე, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება და კომპენსაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ატმოსფეროზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირებას.

CORSIA-ს სქემა შემდეგ მექანიზმებს ითვალისწინებს:

  • CO2-ის შემცირება, ბიოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის გამოყენების ხარჯზე და
  • უკვე გამოყოფილი CO2-ის კომპენსაცია, ავიაგადამზიდველების მიერ გამონაბოლქვების ერთეულების შესყიდვისა და გაუქმების გზით, რაც ნახშირორჟანგის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე (ავიაკომპანიებზე), რომლებიც ახორციელებენ 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის (თვითმფრინავის) ექსპლუატაციას და რომელთა მიერ ამავე საჰაერო ხომალდების ფრენის შედეგად საერთაშორისო ფრენებზე წლიურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი აღემატება 10 000 ტონას. შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველები ვალდებულები იქნებიან აღრიცხონ მათ მიერ გამოყოფილი CO2-ის ოდენობა 2024 წლის 1 იანვრიდან შესრულებულ საერთაშორისო ფრენებზე და დააკომპენსირონ იგი ან წინასწარ იზრუნონ მის შემცირებაზე.

წესის მოქმედების ფარგლებში, სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს ავიაგადამზიდველების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში გამოყოფილი CO2-ის მონიტორინგს, შეითანხმებს ამგვარი მონიტორინგის მეთოდიკას და განახორციელებს თითოეული ავიაგადამზიდველისთვის CO2-ის საკომპენსაციო ოდენობის დაანგარიშებას.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ახალი გარემოს დაცვითი სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო და სრულად უზრუნველყო ინდუსტრიის ინფორმირება წესის დანერგვის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. ავიაგადამზიდველების წარმომადგენლებს არაერთგზის მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ტექნიკური ხასიათის შეხვედრებს, მათ შორის ადგილობრივ და ICAO-ს ეგიდით ორგანიზებულ სემინარებს.

CORSIA-ს დანერგვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ICAO-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც საწყის, საპილოტე ეტაპზევე დაიწყო სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა და უზრუნველყო პროცესში ინდუსტრიის მაქსიმალური ჩართულობა.

ახალი რეგულაცია გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე:აქ

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის, ავიაციის სააგენტო, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის, შემცირებისა და კომპენსაციის წესი დაამტკიცა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


„ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება“ - იუსტიციის მინისტრი

„ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება“ - იუსტიციის

ვრცლად

რა პუნქტებს უნდა შეიცავდეს გირავნობის წერილობითი ხელშეკრულება

რა პუნქტებს უნდა შეიცავდეს გირავნობის წერილობითი ხელშეკრულება

ვრცლად

2022 წელს საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია

2022 წელს საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების

ვრცლად

ევროკავშირმა ავტომობილებისთვის ახალი EURO 7 სტანდარტი წარმოადგინა

ევროკავშირმა ავტომობილებისთვის ახალი EURO 7 სტანდარტი წარმოადგინა

ვრცლად

ივნისიდან ავტომობილებს გამონაბოლქვზე შეამოწმებენ

ივნისიდან ავტომობილებს გამონაბოლქვზე შეამოწმებენ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp