iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ეროვნული ბანკი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის საგანმანათლებლო აქტივობებს იწყებს
იურიდიული სტატია

ეროვნული ბანკი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის საგანმანათლებლო აქტივობებს იწყებს

17-11-2023, 13:05 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები 156 ნახვა
ეროვნული ბანკი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის საგანმანათლებლო აქტივობებს იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალის, ფინედუს (www.finedu.gov.ge) ორგანიზებით, ასევე, "საქართველოს ბანკის" ჩართულობითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ტრენინგი - "როგორ ვმართოთ ემიგრაციაში გამომუშავებული ფული უფრო ეფექტურად" - ჩატარდება.

ტრენინგი მიზნად ისახავს ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრთა ინფორმირებას მათთვის ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ემიგრაციაში გამომუშავებული ფულის სწორად და ეფექტურად მართვა ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და დამატებითი შემოსავლების შექმნის მიზნით, თანხების სწორად ინვესტირება, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შემოთავაზებების ამოცნობა, ამ მიმართულებით არსებული რისკები და შესაძლებლობები.

ტრენინგს ეროვნული ბანკისა და "საქართველოს ბანკის" სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენლები წარუძღვებიან. დეტალური ინფორმაცია და ტრენინგზე რეგისტრაცია დაინტერესებული პირებისთვის შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ფინანსური განათლების აქტივობები ხელს უწყობს მიგრანტებს, მიიღონ მეტად გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები და უფრო ეფექტურად გამოიყენონ ემიგრაციაში გამომუშავებული თანხები.

კვლევებით დასტურდება, რომ ქართველ მიგრანტთა უმრავლესობა, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც უგზავნის ოჯახს ფულს/დანაზოგს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები მთლიანად დამოკიდებულნი არიან ფულად გზავნილებზე, ისინი როგორც წესი, ნაკლებად ისახავენ ფინანსურ გეგმებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიგრანტთა უმეტესობას არ აქვს საბანკო ანგარიში გახსნილი არც საქართველოში და არც იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს. საბოლოოდ კი ხშირ შემთხვევებში, მიგრანტების ოჯახების მდგომარეობა წლების განმავლობაში არ უმჯობესდება.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2023 წლიდან კი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტით რამდენიმე ახალი მიზნობრივი სეგმენტი განისაზღვრა, მათ შორის, მიგრანტები.

ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზაობას, მიგრანტთა ფინანსური განათლების ამაღლებით დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს მოსაზრებები, შემოთავაზებები, კომენტარები და რეკომენდაციები. ზემოაღნიშნულის გაზიარება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@finedu.gov.ge.

წყარო: ეროვნული ბანკი

ფოტო: ეროვნული ბანკი

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკი, ტრენინგები, ემიგრანტებისათვის, ემიგრანტები, ტრენინგები ემიგრანტებისათვის
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პარლამენტმა „მიკრო ბანკების საქმიანობის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტმა „მიკრო ბანკების საქმიანობის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით

ვრცლად

2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა

2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა

ვრცლად

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი დამტკიცდა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი

ვრცლად

ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს

ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე

ვრცლად

ეროვნულმა ბანკმა სს "ჰეშზე" ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

ეროვნულმა ბანკმა სს "ჰეშზე" ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp