iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » TikTok ევროკავშრის სტანდარტებს არღვევს და $367-მილიონიანი ჯარიმა დაუწესდა
იურიდიული სტატია

TikTok ევროკავშრის სტანდარტებს არღვევს და $367-მილიონიანი ჯარიმა დაუწესდა

19-09-2023, 18:40 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / სიახლე 201 ნახვა
TikTok ევროკავშრის სტანდარტებს არღვევს და $367-მილიონიანი ჯარიმა დაუწესდა

ევროკავშირის ციფრული მონაცემების დაცვის კომისიამ სოციალურ ქსელ TikTok-ს 367 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესა.

მარეგულირებლის განმარტებით, კომპანია აქტიურად არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვის შესახებ.

გარდა ამისა, TikTok-ზე რეგისტრირებული არასრულწლოვანი მოქალაქეები და ბავშვები მარტივად ახერხებენ ისეთი სახის ვიდეო-კონტენტის ნახვას, რომელიც მათთვის არ არის განკუთვნილი. კომისიის შეფასებით, ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს TikTok-ის ალგორითმი, რომელიც ბავშვებს და ზრდასრულ მომხმარებლებს ერთნაირ კონტენტს სთავაზობს, რაც არასრულწლოვანების ფსიქიკაზე ნეგატიურად შეიძლება აისახოს.

გამოძიებამ აგრეთვე დაასკვნა, რომ TikTok-ის სისტემა არასრულწლოვანების პირად ანგარიშებს ავტომატურად ანიჭებდა „საჯაროს“ სტატუსს, ანუ მათ მიერ განთავსებული ვიდეორგოლები მსოფლიოს ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, არადა ევროკავშირი მოითხოვს, რომ ბავშვების ანგარიშებს დახურულის სტატუსი მიენიჭოთ, რათა შემცირდეს ბულინგის, დაცინვის და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევები, რომელიც TikTok-ში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ბავშვების თვითშეფასებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება ამ ჯარიმით არ დასრულებულა, ევროკავშირი დამატებით 22 კანონდარღვევასთან დაკავშირებით აწარმოებს გამოძიებას და მოსალოდნელია, რომ TikTok-ს დამატებით სხვა ჯარიმებიც დაუწესდეს.

თავად კომპანიის წარმომადგენლობა ბრალეულობას არ აღიარებს და მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ TikTok-ს მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდ 300 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მათი 30% კი არასრულწლოვანია.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: tiktok, jarima, evrokavshiri, evrokavshiris wevri qveynebi, evrokavshiris motxovnebi, evrokavshiris gadawyvetileba, evrokavshiris regulaciebi, ტიკტოკი, ევროკავშრი, სანქციები, ჯარიმა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ

ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ

ვრცლად

როგორ ამოვიცნოთ ონლაინ თაღლითობა

როგორ ამოვიცნოთ ონლაინ თაღლითობა

ვრცლად

ვინ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მსხვერპლად? ვინ ითვლება მოძალადედ?

ვინ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მსხვერპლად? ვინ ითვლება მოძალადედ?

ვრცლად

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ვრცლად

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესის შესახებ რეკომენდაცია გამოაქვეყნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესის შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp