სანოტარო მოქმედების საიდუმლოება
ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსის მეორე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია ნოტარიუსის პროფესიული საიდუმლოების არსებობა და მისი დაცვა, როგორც ნოტარიუსის უპირველესი უფლება და ვალდებულება. ნოტარიუსი უზრუნველყოფს კლიენტის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის დაცვას გამხელისგან, რაც მისთვის აგრეთვე მისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისათვის ცნობილი გახდა პროფესიული ფუნქციის აღსრულებასთან დაკავშირებით.
პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება დროში შეზღუდული არ არის.
ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლითა დადგენილია სანოტარო მოქმედების საიდუმლოება. ნოტარიუსი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ეს ვალდებულება ძალაშია ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ,ნოტარიუსს შეუძლია ცნობა ანდერძის არსებობის ან შინაარსის შესახებ გაამხილოს მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ. ამასათანავე, სამოქალაქო კოდექსის 1363-ე მუხლის დებულებიდან გამომდინარეც, ნოტარიუსს, სხვა პირს ,რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არა აქვთ სამკვიდროს გახსნამდე გაამხილონ ცნობები, რომლებიც შეეხება ანდერძის შინაარსს, მის შედგენას ,შეცვლას ან გაუქმებას.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
