iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » არაკომერციული იურიდიული პირების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
იურიდიული სტატია

არაკომერციული იურიდიული პირების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

13-04-2023, 17:37 ადვოკატი / მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / Company registration 378 ნახვა
არაკომერციული იურიდიული პირების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ერთიან ცნებას, შესაბამისად, არასამეწარმეო იურიდიული პირების კავშირის და ფონდის სამართლებრივ ფორმებად დაყოფა არ ხდება. თუმცა, არასამეწარმეო იურიდიული პირი შეიძლება იყოს, როგორც წევრობაზე დაფუძნებული, აგრეთვე არ იყოს დამოკიდებული წევრობაზე.

  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შეიძლება დააფუძნოს ერთმა ან რამდენიმე პირმა, ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. ამასთან, დამფუძნებელი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან/და უცხო ქვეყნის იურიდიული პირი.
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს გაყოფის (დაყოფა, გამოყოფა) ან შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) სახით. რაც შეეხება გარდაქმნას ანუ სამართლებრივი ფორმის შეცვლას, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. შესაბამისად, დაუშვებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გარდაქმნა სამეწარმეო იურიდიულ პირად.
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის თავისებურებები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. ამასთან, გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები და პროცედურები.
  • თუ არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხდება თავად იურიდიული პირის გადაწყვეტილებით, არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდატორებად, ინიშნებიან სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირები ან სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული ორგანოს/პირის მიერ განსაზღვრული პირი/პირები.
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ ამ პროცესის დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს/წევრებს, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის აკრძალულია.
  • თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა/წევრებმა არ განსაზღვრეს მისი ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორებიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს. თუ ასეთი იურიდიული პირი (პირები) არ არსებობს ან ასეთი იურიდიული პირის (პირების) გამოვლენა შეუძლებელია, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნული ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: იურიდიული პირის, რეორგანიზაციასთან, ლიკვიდაცია, არაკომერციული, პირი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ვრცლად

როგორ დავარეგისტრიროთ ბიზნესი?

როგორ დავარეგისტრიროთ ბიზნესი?

ვრცლად

იურიდიული პირი - ცნება, სახეები

იურიდიული პირი - ცნება, სახეები

ვრცლად

რომელ მონაცემებს შეეხო სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა?

რომელ მონაცემებს შეეხო სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp