iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ ხდება სანოტარო ანდერძის შედგენა?
იურიდიული სტატია

როგორ ხდება სანოტარო ანდერძის შედგენა?

17-03-2023, 17:23 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / მემკვიდრეობა 401 ნახვა
როგორ ხდება სანოტარო ანდერძის შედგენა?

სანოტარო ანდერძი შეიძლება შედგეს ორი განსხვავებული წესით: 1. ანდერძს ადგენს და ხელს აწერს მოანდერძე, რასაც ადასტურებს ნოტარიუსი; 2.ანდერძს მოანდერძის სიტყვებით ჩაიწერს ნოტარიუსი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით.

ნოტარიუსს შეუძლია ანდერძის ჩასაწერად გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმეების თანდასწრებით მოაწეროს ხელი. აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს თანამდებობის პირთა ფართო წრეს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან დაადასტურონ ანდერძი. იმ შემთხვევისთვის, როდესაც პირს ობიექტურად არსებული მიზეზების გამო არ შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს, ნებადართულია ანდერძის დადასტურება თანამდებობის პირების მიერ. სანოტარო მოქმედების შესრულებისთვის უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 1358-ე მუხლში.

კანონმდებელი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც რაიმე მიზეზით (ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო) შესაძლოა მოანდერძემ ანდერძს ხელი თვითონ ვერ მოაწეროს. ამ შემთხვევაში, მისი თხოვნით, ანდერძს ხელს მოაწერს სხვა პირი ნოტარიუსის თანდასწრებით. მოანდერძე აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ნოტარიუსთან ერთად სხვა პირის მიერ ანდერძზე ხელის მოწერას. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ თვითონ ვერ მოაწერა ხელი ანდერძს. თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი და წერა-კითხვის უცოდინარი, საანდერძო განკარგულება უნდა გასცეს ნოტარიუსმა ორი მოწმისა და ისეთი მოწმის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას. მოანდერძემ, რომელიც უსიანათლოა და წერა-კითხვა არ შეუძლია, საანდერძო განკარგულება უნდა გასცეს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანდასწრებით. განსაზღვრულ სირთულეებთან არის დაკავშირებული ისეთი შემთხვევა, როცა ნოტარიუსმა არ იცის ენა, რომელზეც ანდერძია შედგენილი. ამ შემთხვევაში მოწვეულ უნდა იქნეს მთარგმნელი, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო აღნიშვნა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როგორ დავწეროთ ანდერძი?

როგორ დავწეროთ ანდერძი?

ვრცლად

სანოტარო და დახურული ანდერძი

სანოტარო და დახურული ანდერძი

ვრცლად

ანდერძი

ანდერძი

ვრცლად

ანდერძით მემკვიდრეობა

ანდერძით მემკვიდრეობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp