iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორი გარიგებები ცხადდება ბათილად
იურიდიული სტატია

როგორი გარიგებები ცხადდება ბათილად

9-03-2023, 12:42 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / სახელშეკრულებო სამართალი / საგადასახადო ადვოკატი 171 ნახვა
როგორი გარიგებები ცხადდება ბათილად

ისეთ გარიგებებს , რომელთა ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა სამოქალაქო სამართალში ეწოდება ცალმხვრივი გარიგებები. მიუხედავად იმისა, რომ ცალმხვრივი გარიგებები უფრო ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე ორმხვრივი ან მრავალმხვრივი , მაინც შესაძლებელია ასეთი გარიგებების სამი ჯგუფის გამოყოფა. პირველ ჯგუფს განეკუთვნება ცალმხვრივი გარიგებები , რომლებიც მხოლოდ მოქმედ, ე.ი. ნების გამომვლენ პირს ეხებიან. მაგალითად ,საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით.

ცალმხვრივი გარიგებების მეორე ჯგუფს შეადგენს გარიგებები, რომლებიც , მართალია, იურიდიულ ძალას იძენენ მხოლოდ ერთი პირის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, მაგრამ უფლებრივ, ქონებრივ ან სხვაგვარ უპირატესობას ანიჭებენ მესამე პირებს. ამის მაგალითია ანდერძი და მინდობილობის გაცემა.

მესამე ჯგუფში შედის გარიგებები,რომლის დროსაც ის მესამე პირებს ეხება, მაგრამ შესაძლებელია მან სამართლებრივი ზიანი მოუტანოს მათ. ამიტომ ასეთი გარიგებების განხორციელების უფლებაპირს სპეციალურად კანონით ან წინასწარ დადებული ხელშეკრულებებით მიენიჭება. ამგვარი ცალმხვრივი გარიგებების მაგალითია ხელშეკრულების ცალმხვრივი შეწყვეტა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1 ნაწილის გათვალისწინებით ბათილობას იწვევს როგორც მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა,ისე რთული წერილობოთი ფორმის დაუცველობა. მოცემული ნორმა იმპერატიულია და გარიგების მონაწილეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ.თუმცა,როგორც გამონაკლისი,შეიძლება ფორმის დაუცველობამ არც კი გამოიწვოს გარიგების ბათილობა.ეს მაშინაა,როცა ფაქტობრივი შესრულებით სწორდება ის ხარვეზი,რომელიც გარიგების დადებისას მხარეება ვერ გაითვალისწინეს.

ამ მუხლის პირველი პუნქტით ბათილად ცხადდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგებაც.თუმცა,ამ შემთანხმების დაუცველობას შეიძლება ყოველთვის არ მოჰყვეს გარიგების ბათილობა.ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე,თუ რა მიზნით შეარჩიეს მხარეებმა გარიგების ფორმა.

რთული წერილობითი ფორმა როცა კანონითაა გათვალისწინებული,ივარაუდება,რომ იგი აუცილებელი ფორმაა და შესაბამისად,მისი დაუცველობა ყოველთვის გამოიწვევს გარიგების ბათილობას.

ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგებანი.ეს გამონაკლისი შემთხვევებია საერთო წესებიდან.ასე მაგალითად, ბათილად ჩაითვლება ლიცენზიის გარეშე დადებული ცალკეული გარიგებანი.ლიცენზია უფლებას აძლევს პირს აწარმოოს ესა თუ ის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე.ნებართვაში სწორედ,რომ მესამე პირის ნებართვა იგულისხმება,რაც დამოუკიდებელი ნების გამოვლენაა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შეცილების უფლება

შეცილების უფლება

ვრცლად

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

ვრცლად

მოტყუებით დადებული გარიგებები და ჩვენი უფლება

მოტყუებით დადებული გარიგებები და ჩვენი უფლება

ვრცლად

გარიგება

გარიგება

ვრცლად

რა შემთხვევებში ითვლება გარიგება მოტყუებით დადებულად

რა შემთხვევებში ითვლება გარიგება მოტყუებით დადებულად

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp