iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა შემთხვევებში ითვლება გარიგება მოტყუებით დადებულად
იურიდიული სტატია

რა შემთხვევებში ითვლება გარიგება მოტყუებით დადებულად

23-02-2023, 11:20 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო ადვოკატი / სახელშეკრულებო სამართალი 377 ნახვა
რა შემთხვევებში ითვლება გარიგება მოტყუებით დადებულად

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მოტყუებით, შეცდომით და იძულებით დადებული გარიგებები საცილო გარიგებებს მიეკუთვნება და ისინი დადების მომენტიდან ნამდვილია; თუმცა გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შეეცილება თუ არა, ესე იგი გაასაჩივრებს თუ არა, პირი მას.

მოტყუებით დადებული გარიგების ორი სახე არსებობს.პირველი,როდესაც პირი იტყუება, ცრუ ინფორმაციას იძლევა გარიგების დადების მიზნით და მეორე შემთხვევა, როდესაც პირი მალავს ინფორმაციას, რადგან იცის რომ მისი გაჟღერების შემთხვევაში გარიგება არ დაიდება (სსკ. მუხლი 81). შესაბამისად, მოტყუებით შესაძლოა მოქმედებდეს პირი არა მხოლოდ აქტიური ქცევით (არასწორი ინფორმაციის გაცემით, მოტყუებით შექმნილი გარემოებით), არამედ, პასიურითაც- რაიმე გარემოების დაფარვით. აქვე: ყურადღება არ ენიჭება იმას, მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება შედის თუ არა პირის ინტერესში (სსკ. მუხლი 82).

ზოგჯერ სამართლებრივ ურთიერთობაში ფიგურირებს მესამე პირიც. თუ მესამე პირი მოტყუებით დადებულ გარიგებაში იღებს სარგებელს და ამასთან ერთად იცის ან უნდა სცოდნოდა მოტყუების შესახებ, ამ გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება აქაც იმოქმედებს. ამ სიტუაციას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი პუნქტი. ამის საპირისპიროდ, ეს უფლება ქარწყლდება ამავე მუხლის მეორე პუნქცით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც გარიგების დადებისას ორივე მხარე მოქმედებდა მოტყუებით. კერძოდ, თუ გარიგების დასადებად ორივე მხარე იტყუება, (აწვდის სახეცვლილ ინფორმაციას, ქმნის გარემოებას გარიგების დადების მიზნით ან არ ამჟღავნებს საჭირო ინფორმაციას), არცერთ მათგანს არ აქვს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება მეორე მხარის დადანაშაულებით.

თუ ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით, ესე იგი, თუ პირმა ცრუ, არასწორი ინფორმაცია გასცა და შექმნა ისეთი გარემოება, რომ გარიგება დადებულიყო ან თუ პირმა ამავე მიზნის მისაღწევად დაფარა საჭირო ინფორმაცია (მოტყუება დუმილით) შეცილების უფლების მქონე პირმა მოტყუების საფუძველის არსებობის შეტყობიდან 1 წლის ვადაში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნა გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით.

გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ შეცილების დროს უნდა არსებობდეს მყარი არგუმენტი, ცოდნა იმის შესახებ, რომ პირმა მოტყუებით იმოქმედა, ხოლო ცალკეული ეჭვები ამის შესახებ საკმარისი არ არის.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მოტყუებით დადებული გარიგებები და ჩვენი უფლება

მოტყუებით დადებული გარიგებები და ჩვენი უფლება

ვრცლად

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

ვრცლად

რა არის თაღლითობა

რა არის თაღლითობა

ვრცლად

არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება

არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება

ვრცლად

შეცდომით დადებული გარიგებანი

შეცდომით დადებული გარიგებანი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp